ბუასილი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბოლო წლების მონაცემებით, ბუასილი პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და 50 წელს გადაცილებულ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს.
ამ ფრიად უსიამოვნო პრობლემას თავს დააღწევთ თუ თქვენი კვების რაციონს დაამატებთ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომელთა წყალობითაც აიცილებთ ბუასილს, მოიხსნით მის თანმხლებ უსიამოვნო სიმპტომებს და აირიდებთ მოსალოდნელ გართულებებს.
1. სელის თესლი
სელის თესლი ყაბზობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. საკვები ბოჭკოებით, ცილებით, ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი სელის თესლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ბუასილის დროს სისხლდენის შეჩერებას.
2. ჭარხალი
ყაბზობისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო პროდუქტია ბოჭკოებით მდიდარი ჭარხალი. ჭარხალი მცირე რაოდენობით შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს. ბუასილის წარმატებული მკურნალობისთვის დაიწყეთ ჭარხლის ყოველდღიური გამოყენება.
3. მიიღეთ სითხე
რეკომენდებულია, დღის განმავლობაში მიიღოთ 6-7 ჭიქა სითხე, მხოლოდ უშაქრო, უალკოჰოლო და კოფეინის გარეშე. სასურველია, მიიღოთ წყალი ან ბალახების ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონის წვენი. საჭირო რაოდენობით მიღებული სითხე არბილებს განავალს და აგარიდებთ ნაწლავის მტკივნეულ დეფეკაციას (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლა).
4. შვრია
შვრია მდიდარია საკვები ნივთიერებებით. შვრია ხსნადი ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა. ამ პროდუქტის მიღება განავალს უფრო მოცულობითს ხდის, ააქტიურებს ნაწლავის მოქმედებას.
5. ხილი და თხილეული
მოცემული პროდუქტები გაჯერებულია ხსნადი ბოჭკოებით. ხსნადი ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადამიანს ანაყრებს და აგარიდებთ ზედმეტი საკვების მიღებას.
გამომშრალი ხილი კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ბოჭკოებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ხილი.
რეგულარულად მიიღეთ ხილი, თხილეული, ჩირები და გათავისუფლდით ამ მტკივნეული პრობლემისგან.
6. შავი ქლიავი
შავი ქლიავი ეფექტურ საშუალებად ითვლება ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად და სხვა დარღვევების აღმოსფხვრელად.
ქლიავი ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა, რომლებიც ზრდის განავლის მოცულობას და ხელს უწყობს უმტკივნეულო დეფიკაციას.
ქლიავი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას. მიირთვით რეგულარულად ნედლი ან გამომშრალი შავი ქლიავი და გათავისუფლდით ყაბზობისგან.
7. ვაშლი
ვაშლის მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა ხელს უწყობს ნაწლავის მოქმედების სიხშირის გაზრდას, განავლის დარბილებას და აგარიდებთ მტკივნეულ დეფიკაციას.
8. კენკრა
კენკრა ერთ-ერთი საუკეთესო საკვები პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, განსაკუთრებით მდიდარია C და K ვიტამინით, მაგნიუმითა და უამრავი სხვა საკვები ნივთიერებით. ბოჭკოებით მდიდარი კენკრა ხელს უწყობს ბუასილით გამოწვეული ყაბზობის პრევენციას.
ასევე კენკრა ხელს უწყობს დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას და სისხლძარღვთა სისტემის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კენკროვნების რეგულარულად მიღება მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება და გათავისუფლებთ ტკივილებისგან.
ასევე უარი თქვით დიდხანს ჯდომაზე და ამ გზით აიცილებთ ბუასილის განვითარებას.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული საკვები პროდუქტები, თავიდან აიცილეთ ბუასილი, მისი თანმხლები უსიამოვნო სიმპტომები და მოსალოდნელი გართულებები.