დღესდღეობით ქოლესტერინის დონის დასარეგულირებელი და ცხიმების დასაწვავი მრავალი მეთოდი, პრეპარატი და ხალხური მედიცინის რეცეპტი არსებობს. სტატიაში შემოგთავაზებთ უვნებელი საშუალების-სამკურნალო სასმელის-რეცეპტს, რომლებიც ექიმების მიერ არის რეკომენდებული. ჯანდაცვის ექსპერტები ბუნებრივი იგრედიეტებით გაჯერებულ სასმელს ჭარბი წონისა და მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილ პანაცეას უწოდებენ.
საჭირო იგრედიენტები:
- წყაროს წყალი 2 ლ
- ოხრახუში 2 დიდი კონა
- ლიმონი 3 ცალი (საშუალო)
რეცეპტის შემადგენლობაში შემავალი ყველა იგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და არ ახასიათებთ გვერდითი მოვლენები.
მომზადების წესი:
- ლიმონი სოდის საშუალებით კარგად გარეცხეთ. ამ მეთოდით გამორიცხავთ პესტიციდებისა და ქიმიკატების სასმელში მოხვედრას.
- წყაროს წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და გააციეთ 30 გრადუს ტემპერატურამდე, დაამატეთ დაჭერილი ოხრახუში და ლიმონი, კარგად აურიეთ, გადაწურეთ და გადაასხით მინის ქილაში. ქილას თავი მჭიდროდ დაახურეთ და შედეთ მაცივარში. დილით გამოიღეთ მავივრიდან, შეანჯღრიეთ და დალიეთ 100 მლ მშიერ კუჭზე.
- სასმელი მიიღეთ ყოველ დილით.
მოამზადეთ საოცრად ეფექტური სასმელი, რომელიც არა მარტო ცხიმებს წვავს, არამედ აგიმაღლებთ განწყობას.