თუ წელის ან სახსრების ტკივილი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, ეს ინფორმაცია ძალიან დაგეხმარებათ

უდავოა, რომ აბუსალათინის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბუნებრივი საშუალებაა. ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, განსაკუთრებით რიცინოლეინის მჟავით, რომელიც აბუსალათინის ზეთს უნიკალურ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.

  • აბუსალათინის ზეთი უამრავ სარგებელს იძლევა ჯანმრთელობისთვის და საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ.
  • აბუსალათინის ზეთი ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიბაქერიული, მსუბუქი საფაღარათო და  ტკივილგამაყუჩებელი  საშუალებაა.
  • ეს საოცარი ზეთი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით, ხელს უწყობს თმის ზრდას, ატენიანებს კანს, მოგაშორებთ აკნეს ნაწიბურებს, მეჭეჭებს. აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობების, მწერების ნაკბენისა და  ცხიმოვანი ცისტების (ნელა მზარდი მუწუკები კანის ქვეშ) სამკურნალოდ.
  • აბუსალთინის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ართრიტის, ზურგის, სახსრებისა და საჯდომის ნერვის (იშიაზის) ტკივილის სწრაფად და მარტივად მოსახსნელად. უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი ზეთი დაზიანებულ ადგილებზე და ნაზად შეიზილეთ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და სასურველი შედეგი დიდი ხნით არ დააყოვნებს.

დაიცავით ზომიერება, რადგან არასწორად გამოყენების შემთხვევაში აბუსალათინის ზეთი შეიძლება იყოს ტოქსიკური! გისურვებთ ჯანმრთელობას!