კარდიოლოგის მტკიცებით, წყალს არასწორად ვსვამთ. ინსტრუქცია, რომელიც უნდა დაიცვათ

ძალიან ბევრჯერ წაგიკითხავთ ან მოგისმენიათ რჩევა: მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, ის სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვისო. მაგრამ დიდი რაოდენობით მიღებული სითხე თირკმელებზე ახდენს ზეწოლას და ორგანიზმისთვის სარგებლობა არ მოაქვს.

შემოგთავაზებთ წყლის სწორად მიღების მეთოდებს. ყველა ადამიანი ინდივიდია და დღის განმავლობაში ყველას სხვადასხვა რაოდენობის წყალი სჭირდება. თუ თქვენ თირკმელების ან გულის პრობლემა გაქვთ, მაშინ წყალი აუცილებლად ექიმის რჩევის მიხედვით უნდა მიიღოთ.

ექიმები გვირჩევენ, დავიცვათ მარტივი ინსტრუქცია, როდესაც წყალს მივირთმევთ:

  1. გაღვიძებისთანავე მიიღეთ 1-2 ჭიქა წყალი. ღამით ჩვენი ორგანიზმი გაუწყლოებულია, ამიტომ სითხის ნაკლებობა აუცილებლად უნდა შევივსოთ.
  2. სასურველია ყველა ჭამის წინ მიიღოთ 200 მლ წყალი. ეს მეთოდი ასწრფებს მეტაბოლიზმს.
  3. მაქსიმალურად შეეცადეთ, ჩაისა და ყავის ყოველი ფინჯანი აანაზღაუროთ 1 ჭიქა წყლით.
  4. სასურველია თუ არა ჭამის დროს წყლის მიღება? ამ საკითხზე ექიმების აზრი ორად გაიყო. ერთნი ფიქრობენ, რომ არ არის სასურველი, რადგან ჭამის დროს მიღებული წყალი ხსნის კუჭის წვენს, ხოლო მოერენი ამტკიცებენ, რომ წყლის ჭამის დროს დალევა დაუშვებელია კუჭის დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.
  5. მაღალი ინტესივობის ძალის ვარჯიშის დროს აუცილებელია ყოველ 20 წუთში მიიღოთ დაახლოებით 150 მლ წყალი.
  6. უმჯობესია თირკლმით დაავადებულმა ადამიანებმა შეზღუდონ ღამით სითხის მიღება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.