როგორ შევიმციროთ ჭაღარები საღებავების გამოყენების გარეშე

ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება თმაში ჭაღარა შეერიოს, რადგან თმის ფერს გენების საშუალებით მემკვიდრეობით იღებენ.

მშვენიერი ქალბატონები თმაში შერეულ ჭაღარას ვერ ეგუებიან და შესაღებად სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, რომლებიც გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით და სარგებელთან ერთად თმისთვის და თავის კანისთვის ზიანიც მოაქვს.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს სილამაზეზე, ამიტომ მოვიძიეთ უსაფრთო და საოცრად ეფექტური საშუალების რეცეპტი, რომლის ძირითადი იგრედიენტი კარტოფილის კანებია. სტატიაში შემგთავაზებთ ნატურალური და უსაფრთხო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შევერცხლილ თმას დაუბრუნებთ ბუნებრივ ფერს.

საჭირო იგრედიენტები:

  • კარტოფილი 5 ცალი
  • წყალი
  • როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გარეცხეთ 5 ცალი კარტოფილი, გათალეთ, კანები დაფარეთ წყლით და მოხარშეთ.
  2. პირველი ნახარში გადაწურეთ, კიდევ დაასხით 2 ჩ. ჭ. წყალი  და ადუღეთ 5 წუთი.
  3. გააციეთ, გადაწურეთ თასში და დაამატეთ როზმარინისა ან ლავანდის ზეთი.
  4. შეიზილეთ ნარევი თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე და შედეგით ისიამოვნეთ.

გამოიყენეთ მოცემული საშუალება და დაუბრუნეთ თქვენს თმას ბუნებრივი შავი ფერი.