ასპირინი ერთ-ერთი სუკეთესო მედიკამენტია მთელ მსოფლიოში. ასპირინი უძლიერესი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი საშუალებაა.
ძვირფასო ქალბატონებო, ეს საოცარი მედიკამენტი უამრავი სხვა პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის გამოყენების რამდენიმე ხერხს.
1. ასპირინი ოფლის ლაქების წინააღმდეგ
სამწუხაროდ, ოფლი სამოსზე ყვითელ ლაქებს ტოვებს, რაც იძულებულს გხდით, რომ თქვენს საყვარელ მაისურზე უარი თქვათ, მაგრამ ნუ მოიწყენთ, ასპირინი ოფლის ლაქების საწინააღმდეგო საუკეთესოსო საშუალებაა.
აიღეთ 2 აბი ასპირინი, დაფხვენით, გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში. მომზდებული ნარევით გააჯერეთ სამოსის დაზიანებული ადგილები, მთელი ღამით დატოვეთ და დილით კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
2. ასპირინი აძლიერებს თმას
აიღეთ 8 აბი ასპირინი, დაფხვენით, გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმაზე, დაიყოვნეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. შეგიძლიათ ასპირინი დაამატოთ თქვენს შამპუნს და რეგულარულად გამოიყენოთ.
3. ასპირინი გამონაყარის წინააღმდეგ
ასპირინის საშუალებით შეგიძლიათ მოიშოროთ გამონაყარი. აიღეთ 1 აბი ასპირინი, დაფხვენით, დაამატეთ ერთი წვეთი წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და ღამით წაისვით გამონაყარზე. დილით კი სახე საპნით ჩამოიბანეთ.
4. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება
ასპირინი ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. 2 აბი დაფხვნილი ასპირინი დაამატეთ შამპუნის იმ ნორმას, რომელიც დასაბანად გჭირდებათ და დაიბანეთ თმები.
5. ქუსლების დამარბილებელი
ასპირინის საშუალებით შეგიძლიათ დაირბილოთ ქუსლები, კოჟრები. აიღეთ 7 აბი ასპირინი, დაფხვენით, დაამატეთ 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, დაიდეთ თბილი ქსოვილი და ცელოფანი შემოიხვიეთ. დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ პემზის ქვით გაიხეხეთ.
6. პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბი
აიღეთ 5 აბი ასპირინი, დაფხვენით და აურიეთ 2 ს. კ. იოგურტში. ნარევი დაიტანეთ სახეზე და დაიყოვნეთ 20 წუთი. სახე ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი მალამო.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება, რომლის წყალობითაც მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ.