თუ თმა გცვივათ, კანი გამოგიშრათ და ნაოჭები გაგიჩნდათ, E ვიტამინი აუცილებლად დაგეხმარებათ

გამოგიშრათ კანი, გცვივათ თმა, გაწუხებთ გული. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ორგანიზმი E ვიტამინის ნაკლებობას განიცდის.

ვიტამინი E, იგივე ტოკოფეროლი, ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ვიტამინების, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის დედას უწოდებენ. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს ჩვენს გულს, ებრძვის უნაყოფობას, აფერხებს ნაადრევ დაბერებას და წინააღმდეგობას უწევს  კიბოს ზოგიერთ სახეობას.

ვიტამინი E უნიკალური საშუალებაა ლამაზი ვიზუალის შესანარჩუნებლად. მისი წყალობით შეძლებთ, რომ მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ ნაოჭების გარეშე  და გქონდეთ ლამაზი თმა.

შემოგთავაზებთ იმ ბუნებრივი პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებშიდაც უხვად შედის ვიტამინი E.

ეს პროდუქტებია: ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ისპანახი, ავოკადო, მზესუმზირა, თხილი.

მოზრდილთა სხეულმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს ტოკოფეროლი შემდეგი დოზით: სხეულის წონის ყოველ 1 კგ-ზე 0,3 მგ, ხოლო ბავშვებმა 0,5 მგ/ კგ-ზე.

სტატიაში ვისაუბრებთ E ვიტამინის სამკურნალო თვისებებზე და ასევე შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ პროდუქტებზე და ტოკოფეროლზე.

E ვიტამინის 5 სასარგებლო თვისება

1. ხელს უწყობს თმის ზრდას

ანტიოქსიდანტების წყალობით ტოკოფეროლი აღადგენს დაზიანებულ თმის ფოლიკულს, კვებავს თმას ფესვიდან ძირამდე და უბრუნებს ადრინდელ იერს.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი, რომელიც ზრდის თმას.

აიღეთ 2 კაფსულა ვიტამინი E და შეურიეთ 1 ს. კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს. მომზადებული ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიტოვეთ 30 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

2. კურნავს იარებსა და ნაწიბურებს

ვიტამინი E აღადგენს კანს და კურნავს იარებს. ამისთვის აიღეთ  ტოკოფეროლის 1 კაფსულა, სითხე დაიტანეთ დაზიანებულ კანზე და 5-10 წუთის განმავლობაში ფრთხილად შეიზილეთ, დაიტოვეთ 30 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ განკურნებამდე კვირაში 2-ჯერ.

3. ამცირებს ნაოჭებს

ტოკოფეროლი ნაოჭების, ასაკობრივი პიგმენტური ლაქებისა და სიბერის სხვა ნიშნების საწინააღმდეგო უებარი საშუალლებაა. ის აღადგენს კოლაგენს, რომელიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას.

ძილის წინ E ვიტამინი კაფსულიდან დაიტანეთ ნაოჭებზე, კარგად შეიზილეთ, დაიტოვეთ მთელი ღამე, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ტოკოფეროლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ზეითუნის ზეთი.

4. კურნავს კანის პიგმენტაციას

E ვიტამინს შეუძლია სხეულის ნებისმიერ ნაწილში გააუფერულოს პიგმენტური ლაქები. აიღეთ 2 კაფსულა ტოკოფეროლი, შეურიეთ 1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი და ძილის წინ წაისვით დაზიანებულ კანზე. დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე 1 თვის განმავლობაში.

5. არბილებს ხელებს

ვიტამინი E ხელის კანის მკვებავი უძლიერესი მალამოა. ის არბილებს გამომშრალ კანს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას.

2 კაფსულა ტოკოფეროლი შეურიეთ ტანის მკვებავ მალამოს და წაისვით ხელებზე ან თბილი წყლის ვანა გაიკეთეთ. აიღეთ თასი, ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ 2 კაფსულა ტოკოფეროლი, 1 ცალი ლიმონის წვენი და ცოტა თაფლი. ჩაყავით ხელები მომზადებულ ნარევში, გაიჩერეთ 10-15 წუთი, გაიმშრალეთ და წაისვით აღმდენი მალამო.

გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტები და თქვენი კანი გაგაბედნიერებთ სილამაზითა და სინორჩით.