კბილებზე ნადების გაჩენა შეიძლება პირის ღრუს უსიამოვნო სუნისა და სხვა პრობლემების მიზეზი გახდეს.
გირჩევთ, წელიწადში 1-2-ჯერ გაიწმინდოთ კბილები, მაგრამ პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია და, სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი კბილის პასტების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით სახლის პირობებში შეძლებთ კბილებზე ნადების მოშორებას.
რეცეპტი N1
ხელნაკეთი კბილის პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი ნახევარი ლ
- თხილის ნაჭუჭის ფქვილი 60 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თხილის ნაჭუჭის ფქვილი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ხელით. თხილი გარეცხეთ და გასაშრობად დაყარეთ საცხობ ფორმაზე და შედეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. გამომშრალი თხილი გააგრილეთ, დატეხეთ და ნაჭუჭები ცოტა ხნით შედეთ ცხელ ღუმელში. გაგრილებული ნაჭუჭები დაფქვით ყავის საფქვავში და თხილის ნაჭუჭების ფქვილიც მზად არის.
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ თხილის ნაჭუჭების ფქვილი და დაბალ ცეცხლზე თუშეთ 10 წუთი.
- მიიღებთ პასტისებურ მასას. ხელნაკეთი კბილის პასტა გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და თვეში 2-ჯერ, 5 წუთის განმავლობაში, გაიხეხეთ კბილები.
რეცეპტი N2
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი ნახევარი ლ
- ლაიმის წვენი 2 ს. კ.
- დაბლენდერებული ან გატარებული მზესუმზირა (გარჩეული) 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გააჩერეთ 1 საათი. მომზადებული მასით კბილები გაიხეხეთ 5 წუთის განმავლობაში. ამ გზით შეძლებთ კბილებზე ნადებისა და ქვების მოშორებას.
- მოცემული საშუალებით კბილები გაიხეხეთ თვეში 2-ჯერ.
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია, თქვენი კბილებისა და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინებით აირიდებთ კბილებზე ნადებისა და ქვების წარმოქმნას.
- ყოველი ჭამის შემდეგ 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოლარებს, დიდ ძირითად კბილებს.
- აუცილებლად გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი კბილის პასტები.
- რეკომენდებულია, ყოველ საღამოს გამოიყენოთ კბილის ძაფი და გაიწმინდოთ კბილები საჭმლის ნარჩენებისგან. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირის ღრუს სავლები საშუალებები.