
სტატიაში შემოგთავაზებთ საოცარი სასმელის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ძალიან მარტივი, ორგანიზმისთვის სასრგებლო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს მიკროელემენტებს და ცელულოზას. ამ შემადგენლობის წყალობით თქვენი კანი თავს დააღწევს აკნეს, გაღიზიანებას, კანის სიმშრალეს, გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, გაზრდით ფიზიკურსა და გონებრივ შესაძლებლობებს.
საოცარი კოქტეილის რეცპტი
საჭირო იგრედიენტი:
- სტაფილო 8 (საშუალო)
- ფორთოხალი 3 ცალი
- გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ. კ.
- კურკუმა ½ ჩ. კ.
- თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გამოწურეთ სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი, შემდეგ მიღებულ მასას დაამატეთ კურკუმა, ჯანჯაფილი და დააბლენდერეთ.
მიიღეთ სასმელი მშიერ კუჭზე. საუკეთესო შედეგისთვის კოპტეილი მიირთვით კვირაში რამდენჯერმე.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მომამზადეთ საოცარი სასმელი და იზრუნეთ თქვენს სილამზესა და ჯანმრთელობაზე.