4 ნიშანი იმისა, რომ ადამიანს შეიძლება დღეს ინსულტი დაემართოს

წარმოიდგინეთ, სკვერში ისვენებთ და ხედავთ, რომ ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც იქვე ახლოს სეირნობდა, მოულოდნელად მიწაზე დაეცა. თქვენ გსურთ, დაეხმაროთ, მაგრამ მამაკაცი ამბობს, რომ უბრალოდ წაბარბაცდა და უკვე კარგად არის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფერმკრთალი და დაქანცული ჩანდა, თქვენ მას დაუჯერეთ და არ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მამაკაცმა მთელი დღე ჩვეულებრივად გაატარა, მაგრამ საღამოს სავადმყოფოში აღმოჩნდა, დიაგნოზი კი ინსულტი იყო.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეგეძლოთ, ამოგეცნოთ ის მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ამ ადამიანს ემუქრებოდა.

ნეირობიოლოგების თქმით, ინსულტი შეუმჩნევლად არ ხდება. მისი სიმპტომები წინასწარ ვლინდება და კარგი იქნება თუ შევძლებთ მათ ამოცნობას, ამით კი ადამიანებს მოსალოდნელ საფრთხეს ავარიდებთ.

შემოგთავაზებთ ინსულტის წინა პერიოდის ნიშნებს:

  1. ადამიანს, რომელიც მოულოდნელად ცუდად გახდა, სთხოვეთ ფართოდ გაიღიმოს. მიუხედავად მცდელობისა, ავადმყოფი ამას ვერ შეძლებს ან გაჭირვებით მოახერხებს.
  2. თხოვეთ თქვას რამე, ნებისმიერი 2 სიტყვა.
  3. თხოვეთ აწიოს ხელები თავს ზემოთ. ავადმყოფი ამ თხოვნას ნაწილობრივ და გჭირვებით შეასრულებს.
  4. თხოვეთ ენის გამოყოფა. თუ ავადმყოფი ენას გვერდულად გამოყოფს, გაითვალისწინეთ, რომ მას დახმარება სჭირდება.

თუ თქვენი ახლობლები უჩივიან კიდურების დაბუჟებას, თავის ტკივილებს, თავბრუსხვევას დაუყონებლივ გამოიძახეთ ექიმი, რადგან შეიძლება რამდენიმე საათის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდეს.

იხილეთ ინსულტის სხვა სიმპტომებიც: მხედველობის მკვეთრი გაუარესება ერთ თვალში, უმიზეზო ღებინება, გონების დაკარგვა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გაუზიარეთ მეგობრებსაც, დაეხმარეთ ადამიანებს და გაუხანგრძლივეთ  მათ სიცოცხლე.