დაგჭირდებათ რძე, არაჟანი და ლიმონი, რათა მოამზადოთ ყველი საკუთარი ხელით

სტატიაში შემოგთავაზებთ უგემრიელესი ყველის რეცეპტს, რომლის მომზადება საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

საჭირო იგრედიენტები:

  • რძე 2 ლ
  • არაჟინი 5 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 4 ს. კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც რძე შეთბება, დაამატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ.
  2. გაცხელებულ ნარევს დაამატეთ ლიმონის წვენი, შეაზავეთ მარილით და აადუღეთ. ადუღებიდან კიდევ 1 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  3. აიღეთ თუშფალანგი, დააფინეთ 2 ფენა მარლა და ქვაბიდან გადაასხით მომზადებული მასა. მარლაზე დარჩება რძის აჭრის შედეგად წარმოქმნილი მასა, რომელიც ერთად შეაგროვეთ და კარგად გაწურეთ, დარჩენილი შრატი კი ჩაასხით ქილაში.
  4. ყველს მარლა არ შემოხსნათ, დადეთ თეფშზე და დაადეთ სიმძიმე. ერთი საათის შემდეგ საშინაო პირობებში მომზადებული უგემრიელესი რძის ნაწარმი მზად იქნება.
  5. ყველი დაჭერით კუბიკებად და ჩააწყვეთ მარილწყალში, რომელსაც დარჩენილი შრატისგან მოამზადებთ.
  6. საშინაო პირობებში მომზადებული ყველი მარილწყალში რამდენიმე დღე გაძლებს.
  7. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები, მწვანილი, მწარე წითელი წიწაკა და მიიღებთ უგემრიელეს ყველს.

დამერწმუნეთ საშინაო პირობებში მომზადებული ყველი ნაყიდზე ბევრად უფრო გემრიელია და ამავე დროს ნატურალურია.

რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებსაც გაუზიარეთ.