
არომატული ხაჭოს ნამცხვარი საოცრად გემრიელია და პირში დნება. მის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი. ქიშმიშითა და მანით შეზავებული ეს საოცრება უმარტივესი მოსამზადებელია.
ხაჭოს გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო ხაჭო 250 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- მანის ბურღული 2 ს. კ.
- რძე 1%-იანი 0,5 ჩ. ჭ.
- მარილი 0,5 ჩ. კ.
- ქიშმიში გემოვნებით
- შაქარი გემოვნებით
- ვანილი
მომზადების წესი:
- თასში მოთავსეთ მანის ბურღული, დაასხით რძე და გააჩერეთ 10 წუთი.
- ქიშმიშს დაასხით ცოტა ცხელი წყალი, გააჩერეთ 2 წუთი, გადაწურეთ და ქიშმიში გააშრეთ.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ხაჭო, მარილი, ქიშმიში, ვანილი, აფუებული მანი და აურიეთ.
- ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში (საშუალო ზომის) გადაიტანეთ მომზადებული მასა. თანაბრად გაანაწილეთ და 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ღუმელი არ გამოაღოთ.
გემრიელად მიირთვით ხაჭოს საოცარი ნამცხვარი და ისიამოვნეთ!