მოხარშული შედედებული რძე საკუთარი ხელით, რომელიც უგემრიელესი გამოდის

შესქელებული რძე ყველასთვის საყვარელი დესერტია. შემოგთავაზებთ ხელნაკეთი მოხარშული შესქელებული რძის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ფუნთუშებთან, ბლინებთან ერთად ან სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • რძის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 50 გრ
  • წყალი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ. შაქარი მთლიანად უნდა გადნეს.
  2. შემდეგ დაამატეთ კარაქი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ რძე და ნელ-ნელა დაამატეთ მომზადებულ კარამელს, თან ურევთ განუწყვეტლივ.
  4. ადუღებულ მასას დაამატეთ რძის ფხვნილი, კარგად აურიეთ და ადუღეთ კიდევ 3 წუთი.

გააგრილეთ და ხელნაკეთი მოხარშელი შესქელებული რძეც მზად არის.

მოამზადეთ საოცრად არომატული გემრიელობა და გაახარეთ თქვენი პატარები. გემრიელად მიირთვით!