თუ თმა გცვივათ, შეიზილეთ თავის კანში ნატურალური ნარევი

ყველა ადამიანის ოცნებაა აღიდგინოს ლამაზი და ფუმფულა თმა. განსაკუთრებით კი ქალბატონები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ თმას დაუბრუნონ ჯანმრთელი იერი და შეაჩერონ თმის ცვენის არასასიამოვნო პროცესი.

სტატიაში შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო ზეთის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად მხოლოდ 3 იგრედიენტი დაგჭირდებათ. იგრედიენტები ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამავე დროს დაზოგავთ დროსაც და თანხებსაც.

ძვირფასო ქალბატონებო, აუცილებლად სცადეთ ეს მარტივი და საოცრად ეფექტური საშუალება და შედეგი აღგაფრთოვანებთ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი ½ ჩ. ჭ.
  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 5-6 კბილი

მომზადების წესი:

აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაასხით ქოქოსის ზეთი და დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5-10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.

გამოყენების წესი:

მომზადებული საშუალება დაიტანეთ თავის კანზე და კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე და დაიყოვნეთ 1 საათი. შემდეგ კი თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. შედეგი აღგაფრთოვანებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, რომლის წყალობითაც გაიზრდით თმის სიგრძეს, მოცულობასა და მბზინვარებას. შედეგი აღგაფრთოვანებთ.