
შემოგთავაზებთ მზესუმზირის ფესვების ბაზაზე მომზადებული ჩაის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მარილების დაშლას. ჩაი საუკეთესო დამხმარეა ოსტეოქონდროზის, პოდაგრისა და დაავადებული სახსრების სამკურნალოდ.
მზესუმზირის ფესვი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც გამწმენდი და სამკურნალო საშუალება. სამკურნალო თვალსაზრისით მზესუმზირის ფესვი შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის თესლის დამწიფების შემდეგ.
ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მზესუმზირის დაჭრილი ფესვი 1 ჩ/ჭ
- წყალი 3 ლ
მომზადების წესი:
- მზესუმზირის დაჭრილ ფესვებს დაასხით წყალი და ადუღეთ 5-10 წუთი, გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ ნებისმიერი სითხის ნაცვლად.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 თვე. სამკურნალო ჩაის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა. ბუნებრივია, ამ დროს არ შეიძლება მწარე, ძალიან მარილიანი და ძმრიანი კერძების მიღება. საკვები უნდა იყოს ზომიერად მარილიანი.
მარილების დასაშლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალახები: მატიტელა, ცხენის კუდი, აგრეთვე საზამთროს კანი, გოგრის ყუნწი, დათვისკენკრა და ა. შ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი მცენარის წვენი. მაგალითად, შავი ბოლოკის, ოხრახუშის წვენი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რაციონს.
რეკომენდებულია 1-2 თვე მიიღოთ ჭარხლის წვენი. ჭარხლის წვენის მაცივარში შენახვა დასაშვებია მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიიღეთ ჭარხლის წვენი 1/3 ჩ. ჭ., აგრეთვე აუცილებელია დღეში მიირთვათ 100 გრ ხაჭო.
დაამატეთ კვების რაციონს ბოჭკოვანით მდიდარი პროდუქტები და შეამცირეთ ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც ამცირებს ცუდი ქოლისტერინის დონეს და ზრდის კარგი ქოლოსტერინის დონეს. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება სტაფილო, თევზი, ყურძენი, პარკოსნები, მოცვი, ბრინჯი, ნიორი, ქატო, ქერი, კომბოსტო. გისურვებთ ჯანმრთელობას!