მარტივი პროცედურა დაგეხმარებათ, რომ თქვენი კანი ნაოჭებისა და ლაქებისგან ბოლომდე თავისუფალი იყოს

0
441

შემოგთავაზებთ უმარტივესი, ბიუჯეტური და საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ნაოჭების გასწორებას, პიგმენტური ლაქების გაღიავებას, კანის ტონის გათანაბრებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნატურალური იოგურტი 2 ს. კ.
  • სოდა 2 ს. კ.
  • თაფლი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბიც მზად არის.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და ხელებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახის კანზე თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. სასურველია თუ მოცემულ საშუალებას ძილის წინ გამოიყენებთ.
  4. ნიღაბის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. მომზადებული მასის მცირე ნაწილი წაისვით კანზე და დაელოდეთ 10 წუთი. თუ უარყოფითი გამოხატულება არ მოჰყვა, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ.

ამ უმარტივესი ნიღაბის საშუალებით უმოკლეს დროში  შეძლებთ კანის პრობლემათა აღმოფხვრას.