სტატიში შემოგთავზებთ ნატურალური იგრედიენტებით მომზადებულ შარდმდენ საშუალებას, რომელიც ორგანიზმს წმენდს მარილებისგან.
საშალება N 1
საჭირო იგრედიენტები:
- ოხრახუშის ფესვი 250 გრ
- ლიმონი 250 გრ
- ოხრახუში 150 გრ
- თაფლი 300 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აიღეთ ლიმონი, გამოაცალეთ თესლი და კანიანად გაატარეთ, გაატარეთ ოხრახუშის ფესვებიც. მომზადებულ მასას დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, თაფლი და კარგად აურიეთ. სამკურნალო საშუალება მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.
საშუალება N 2
კაკლის ნაჭუჭის ნაყენი
შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც კაკლის ნაჭუჭის ბაზაზეა შექმნილი.
საჭირო იგრედიენტები:
- კაკლის ნაჭუჭი 40 ცალი
- წყალი 2,5 ლ
ნაყენი მოამზადეთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
- აიღეთ კაკალი, შემოაცალეთ ქერქი, დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი. გააციეთ და 24 საათით დააყოვნეთ ბნელ ადგილზე.
- ნაყენი მიიღეთ ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილას, შუდღეს და ძილის წინ, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.
- მომზადებული საშუალება გეყოფათ 1 კვირამდე.
- სასურველი ეფექტის მისაღებად კაკლის ნაჭუჭის ნაყენი მიიღეთ 5 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 თვე დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ მკურნალობა. ნაყენის მიღების დროს შეგიძლიათ მიირთვათ 5 ცალი ნიგოზი.
ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანთათვის, ვისაც იოდის ჭარბი რაოდენობა აქვს. იმისთვის რომ შეამოწმოთ იოდის რაოდენობა, ჩაიტარეთ ტესტი. სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაიკეთეთ იოდის ბადე. თუ 8 საათის შემდეგ იოდი ისევ აშკარად ჩანს ე. ი. თქვენთვის ნაყენის მიღება არ შეიძლება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.