დადგა ბედნიერი საღამო და გოგონები იკირიბებით. შეკრება კი თქვენთან დაიგეგმა. გინდათ ისეთი ნუგბარი მოამზადოთ, რომ მარტივიც იყოს და მეგობრებიც აღაფრთოვანოთ.
შემოგთავაზებთ უგემრიელესი ნიგვზიანი ფენოვანი კარამელის რეცეპტს, რომელიც ჩაისა და ყავის საუცხოო არომატს კიდევ უფრო მეტად გააკეთილშობილებს.
საჭირო იგრედიენტები:
- კარაქი (დარბილრბული) 100 გრ
- შაქარი 70 გრ
- მარილი მწიკვი
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 200 გრ
- ნიგოზი 200 გრ
- შესქელებული რძე 370 გრ
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ შაქარი, მარილი და მიქსერით კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ კვერცხი და კვლავ გააგრძელეთ თქვეფა, თანდათან შეაზილეთ ფქვილი.
- მიღებული ნაზი და ფაფუკი ცომი ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაახლოებით 5 მმ სისქის, მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე (მე 26 სმ-იანი დიამეტრის ფორმა მაქვს). ცომი ფირფიტაზე 2-3 სმ-ით მეტი უნდა იყოს, რათა გვერდბზეც ამოვიდეს.
- დაჭრილი ნიგოზი გაანათავსეთ ფენაზე და დაასხით შესქელებული რძე. მასა თანაბრად გაანაწილეთ და პეროგი გამოაცხვეთ 25-35 წუთით 180-190 გრადუს ტემპერატურაზე.
პეროგი გააციეთ და კიდევ ერთი ლამაზი საღამო გაატარეთ უსაყვარლეს ადამიანთა გარემოცვაში. ფინჯანი ჩაი, უგემრიელესი პეროგი, ტკბილი მოგონებები, ღიმილი და დიდი სიყვარული.