ნიორი ნატურალური პროდუქტია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება. გარდა იმისა, რომ ეს არომატული იგრედიენტი კერძებს საოცარ გემოს სძენს, უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც თავისი გასაოცარი შემადგენლობის წყალობით მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება.
სტატიაში ნივრის კიდევ ერთ საოცარ თვისებაზე ვისაუბრებთ. დადასტურებულია, რომ ნივრის ფოჩების ბაზაზე მომზადებული ჯადოსნური ნაყენი საოცრებებს ახდენს და ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.
გირჩევთ, არ გადაყაროთ ნივრის ფოჩები, შეაგროვეთ და თვეში ერთხელ ჩაიტარეთ მკურნალობა. მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე.
- ნაყენი უმარტივესი მოსამზადებელია. აიღეთ 1 მუჭა ნივრის ფოჩები და დაასხით 1 ჩ. ჭ ადუღებული წყალი. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ადუღებიდან კიდევ 1-დან 3 წუთამდე ადუღეთ და შემდეგ დაასხით ნივრის ფოჩებს. მომზადებული ნაყენი დააყოვნეთ გაციებამდე და მიირთვით.
- დაიმახსოვრეთ, ნაყენი არ მიიღოთ ცხელი და არც თბილი.
- სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 4-ჯერ. მისი მომზადება წინა დღითაც შეგიძლიათ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცივი უნდა მიიღოთ.
- მამაკაცებმა სამკურნალო ნაყენი უნდა მიიღონ ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვამდე, ხოლო ქალბატონებმა 20-დან 30 რიცხვამდე.
ნუ გადაყრით ნივრის ფოჩებს, მოამზადეთ ჯადოსნური ნაყენი და კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნეთ თქვენს კანს ახალგაზრობა.