ხაჭოს უგემრიელესი ნამცხვარი ფქვილის, კარაქისა და შქრის გარეშე

სტატიაში შემოგთავაზებთ ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს დესერტის რეცეპტს. მისი გემო ჩიზქეიქს მოგაგონებთ. ხაჭოსა და კენკროვნების კომბინაცია საოცარ არომატსა და გემოს ქმნის.

დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი, კარაქი და შაქარი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 400 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი ან მაწონი 60 გრ
  • თაფლი ან შაქრის სიროფი 80 გრ
  • სიმინდის სახამებელი 60 გრ
  • მარილი, ვანილი გემოვნებით
  • კენკროვნები თქვენვის სასურველი 100 გრ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.
  2. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  3. ხაჭო, არაჟანი და კვერცხი დააბლენდერეთ, დაამატეთ მარილი, ვანილი, თაფლი ან შაქრის სიროფი და სახამებელი.
  4. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ თქვენთვის სასურველი კენკრა.
  5. გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  6. დესერტი დატოვეთ ფორმაში, დაელოდეთ გაგრილებას და შემდეგ ამოიღეთ. სურვილისამებრ, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიიტანეთ სუფრაზე.

ხაჭოსა და კენკროვნების კომბინაცია საოცარ არომატს ქმნის და მის გემოს ვერასდროს დაივიწყებთ. ბავშვებისთვის შეგიძლიათ პატარა ფორმებში გამოაცხოთ და გაახაროთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!