კერძი კარტოფილითა და ფარშით, რომლის რეცეპტიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ვამზადებ ყოველდღე

შემოგთავაზებთ ნოყიერი, წვნიანი და არომატული კერძის რეცეპტს. მოამზადეთ ეს საოცრება და კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ შეუდარებელი კულინარი ხრთ.

უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 700 გრ გატარებული ხორცი (საქონლის ხორცს დაამატეთ ცოტა ღორის ხორცი, შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის ხორცითაც)
  • 1 კვერცხი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 3 ს. კ. არაჟანი
  • 3 ცალი (საშუალო ზომის) უმი კარტოფილი
  • 150 გრ ყველი
  • 2 თავი ხახვი
  • დაფქვილი შავი პიმპილი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ტაფაზე დაასხით ზეთი და ხახვი ოქროსფრად დაბრაწეთ. შემდეგ მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ არაჟანი და აურიეთ. მომზადებული მასა გვერდზე გადადეთ.
  2. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ასევე გახეხეთ უმი კარტოფილიც. გახეხილი კარტოფილი გაწურეთ. გატარებული ხორცი შეაზავეთ მარილით, შავი პიმპილით,  კვერცხით და კარგად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას, კარგი იქნება, მინის ცეცხგამძლე საცხობ ფორმას თუ გამოიყენებთ, წაუსვით ცხიმი. შეზავებული ხორცისგან მოამზადეთ ბურთულები, გააბრტყელეთ და განათავსეთ ფორმაზე. დაიცავით მანძილი.
  4. ხორცზე ზემოდან მოაყარეთ ხახვი (თანაბრად გაანაწილეთ). შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გახეხილი კარტოფილი. კარტოფილს მოაყარეათ ცოტა მარილი, შავი პიმპილი, ზემოდან გადაუსვით კვერცხისა და არაჟნის ნარევი, ბოლოს დაფარეთ გახეხილი ყველით.
  5. ფორმას გადააფარეთ ფოლგა და შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. მოსამზადებლად დასჭირდება 35-40 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ფოლგა მოხსენით და კიდევ 5 წუთით დააყოვნეთ ღუმელში.

უგემრიელესი კერძით შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაც დაამშვენოთ. გემრიელად მიირთვით!