პრობლემები, რომელთა შესახებ ყველას ერიდება საუბარი, მაგრამ მისგან არავინ არის დაზღვეული. მუქი ლაქები კისერზე, მუხლებზე, იდაყვებზე, იღლიებში შეიძლება მშვენიერი სქესის განსკუთრებით თავმოვლილ წარმომადგენლებსაც კი აღენიშნებოდეთ.
ასეთი ლაქების წარმოქმნის მიზეზი შავი აკანთოზია, რომელიც წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის არასწორად ფუნქციონირებისა და ჰორმონალური მედიკამენტების მიღების შედეგად.
კანი უხეშდება, ჩნდება ნაკეცები და მუქი ლაქები, რომელთა გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ან არასასურველი თმისგან არასწორი გზით გათავისუფლება. შავი აკანთოზით დაავადებულთათვის სამკურნალოდ ინიშნება ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტები.
სტატიაში შემოგთვაზებთ ერთ-ერთი ასეთი საშუალების რეცეპტს. სულ რამდენიმე მარტივი იგრედიენტის გამოყენება თქვენს კანს არასასურველი პრობლემისგან გაათავისუფლებს.
საჭირო იგრედიენტები:
- ჯანჯაფილის წვენი
- ლიმონის წვენი
- კიტრის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და კარგად აურიეთ.
- მომზადებული ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 5-7 წუთი.
- ნარევი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ძილის წინ.
- საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
მესამე პროცედურის შემდეგ უკვე სასიკეთო ცვლილებებს შეამჩნევთ. აუცილებლად გამოიკვლიეთ ლაქების გაჩენის მიზეზიც.
მოამზადეთ ბუნებრივი იგრედოენტებით გაჯერებული ლოსიონი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.