პროფესიონალი სპორტსმენები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ ცილებით მდიდარ მენიუს. მეტაბოლიზმი 50%-ით რომ დააჩქაროთ, საკმარისია, დღეში 30 გ ცილა მიირთვათ(ესაა დაახლოებით 100 გ თევზი, ქათმის ფილე ან საქონლის ხორცი).
თუ ჯანსაღად კვება გსურთ, გთავაზობთ დაბალკალორიული საუზმის სამ ვარიანტს, რომლებიც მდიდარია ცილითა და სხვა ნუტრიენტებით:
ტკბილეულის მოყვარულთათვის
შეურიეთ 200 გ ბერძნული იოგურტი 0.5 ჭიქა მოცვს. დაუმატეთ 1 მუჭა ნუში და 1 კოვზი თხევადი თაფლი.
სრულმარცვლოვანი პროდუქტის მოყვარულთათვის
150 გ რბილი ხაჭო შეურიეთ წვრილქად დაჭრილ მწვანილს და წაუსვით სრულმარცვლოვან გახუხულ პურს ან ხრაშუნა ბრინჯის პურს.
ტრადიციების მიმდევრებისთვის
შეწვით ან გამოაცხვეთ ორი კვერცხის ომლეტი, დაუმატეთ რამდენიმე ს.კ. ლობიოს კონსერვი და 2 შემწვარი შამპინიონი.
თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას საუზმეზე?