მეჭეჭები და პაპილომები – საფრთხე, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ გქონდათ

0
1681

პაპილომა არის კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც ვლინდება ადამიანის ლორწოვან გარსზე ან კანზე. პაპილომები ძირითადად ჩნდება დაზიანებულ ადგილებში.

ვიზუალურად პაპილომა პატარა მოყავისფრო კვანძებს ჰგავს.

რატომ ჩნდება პაპილომები?

პაპილომების გაჩენის მიზეზი პაპილომა ვირუსია, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და დაახლოებით 70-ზე მეტი სახეობა აქვს.

სტატისტიკის მიხედვით დედამიწის მკვიდრთა დაახლოებით 80% ამ ვირუსის მატარებელია.

და ამ ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია. ვირუსი შეიძლება ისე მიმდინარეობდეს ორგანიზმში, რომ მას არ ჰქონდეს გარეგანი გამოვლინება.

ყველაზე ხშირად პაპილომა ვირუსი გადადის სქესობრივი გზით. და ამასთანავე ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რადგან დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

პაპილომების საშიშროებები

სანამ პაპილომას ვირუსი ორგანიზმში მიძინებულია, მანამდე საშიშროება არ გვემუქრება, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ერთ წამში დამთავრდეს და გაღვიძებული ვირუსი თანდათანობით დაიწყებს სხეულის ყველა დამცავი სისტემის განადგურებას. ამიტომ აუცილებელია და მნიშვნელოვანი ვიცოდეთ ვირუსის განვითარების ზოგიერთი სიმპტომი.

ექიმები ვირუსის გავრცელების რამდენიმე სტადიას გამოყოფენ

პირველ სტადიაში ვირუსი არ მოქმედებს ორგანიზმზე და არ აქვს გამოხატული სიმპტომები. ამ ეტაპზე დავადების არსებობის შესახებ შეიძლება გავოგოთ ანალიზების ჩაბარების შემთხვევაში.

მეორე სტადიას აქვს უკვე გამოხატული რამდენიმე სიმპტომი, რომელთაგან მთავარია კანზე პაპილომების გაჩენა.

მესამე სტადია არის ნიშანი იმისა, რომ პაპილომა ვირუსი დაუკავშირდა უჯრედულ სტრუქტურებს, საიდანაც ჩვენი სხეულის დამცავი ძალები დაიწყებს შესუსტებას და დაქვეითებას.

მეოთხე სტადია-ამ ეტაპზე უკვე აქტივობას იწყებს სიმსივნის განვითარება. საბედნიეროდ, ამ სტადიის ჩამოალიბება ძალიან იშვიათად ხდება.

მოვიშოროთ თუ არა პაპილომები?

თუ ადამიანს სხეულზე აღმოაჩნდება პაპილომები, რეკომენდებულია დაუყონებლივ მიმართოს ექიმს, რადგან შესაძლოა ვირუსმა დაიწყოს აქტიურად მოქმედება, რომელიც დროთა განმავლობაში გამოიწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს.

ანალიზებისა და ექიმის გასინჯვის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მოიშოროთ წამონაზაედები კანზე თუ არა. ხანდახან მათი მოშორება აუცილებელია.

არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ პაპილომების თვითნებურად მოშორება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის დაჩქარებული განვითარება და სიმსივნის წარმოქმნა.

მკურნალობა:

სამწუხაროდ,  მეცნიერებმა ვერ მოძებნეს ამ ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად ბევრი გზა არსებობს. მათ რიცხვს მიეკუთნება ქირურგიული ჩარევაც, რათა დროულად აღმოვფხვრათ მისი განვითარება.

ექიმების რეკომენდაციით ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დავიცვათ ჰიგიენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here