როგორ ჩამოვირეცხოთ ემალზე ფორმირებული ქვები სახლის პირობებში

ყველა ადამიანი მოვალეა, გაუფრთხილდეს კბილებს და შეუნარჩუნოს მათ ჯანმრთელობა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არცთუ ისე მარტივია, რადგან კბილები საკმაოდ რთული მოსავლელია-კარიესი, ქვები, ღრძილების დაავადებები-აი, ის არასრული სია, რომელიც კბილების დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

სტატიაში ვისაუბრებთ კბილების ქვებზე. მიჩნეულია, რომ არასასურველი ქვებისგან გათავისუფლება მხოლოდ სტომატოლოგის წყალობით შეგვიძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. საშინაო პირობებშიდაც შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება. შემოგთვაზებთ მეთოდს, რომლის წყალობითაც საშინაო პირობებშიც შეძლებთ კბილების ქვებისგან გასუფთავებას.

რა არის კბილების ქვები და როგორ ხდება მისი წარმოქმნა?

ქვები არის ნარჩენები, რომელიც რჩება კბილებზე და თანდათან არასათანადო მოვლის შედეგად მაგრდება. კბილებზე ქვები იწვევს პირის ღრუში ბაქტერიების დაგროვებას და ღრძილების დაავადებებს.

ქვები ძირითადად მოყვითალო ან ყავისფერია, რომელიც წარმოიქმნება კბილებს შორის.

ექიმების რჩევით რეკომენდებულია, ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგთან.

არსებობს საშინაო საშუალებები, როემლთა წყალობითაც კბილებს ქვებისგან გაისუფთავებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს.

1. კბილების საწმენდი საშუალება

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • კბილის ჯაგრისი 1 ცალი
  • მარილი ½ ს. კ.
  • თბილი წყალი ½ ფინჯანი
  • კბილის საწმენდი
  • სოდა
  • ანტისეპტიკური პირის ღრუს სავლები

სოდა, მარილი და წყალი აურიეთ. მომზადებული ნაზავით კბილები კარგად გაიხეხეთ, შემდეგ პირის ღრუს სავლები გამოივლეთ და ბოლოს სუფთა წყლით გაამოირეცხეთ.

2. ხილისა და ციტრუსების დახმარებით

კბილები 10 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ ლიმონით ან მარწყვით. ნაყოფის მჟავიანობა არბილებს ფირფიტას და მარტივად მოიშორებთ კბილის ჯაგრისით.

3. ცომის გამაფხვიერებელის წყალობით

გამაფხვიერებელი გააჯერეთ წყლით და კბილები კარგად გაიხეხეთ. ამ გზით არა მარტო ქვებს მოიშორებთ, არამედ კბილებსაც გაითეთრებთ.

4. ჩაის ხის ეთერზეთის დახმარებით

2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი დააწვეთეთ კბილის ჯაგრისზე და კბილები კარგად გაიხეხეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენი კბილების ჯანმრთელობაზე.