თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი კანი, შეუნარჩუნოთ მას ელასტიურობა და სიმკვრივე, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, გქონდეთ ჯანსაღი, მბზინვარე და სქელი თმა ყურადღებით ჩაიკითხეთ სტატია.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო ნაზავის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კანისა და თმის პრობლემათა აღმოფხვრას. უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთულ თითოეულ ინგრედიენტს დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.
- მაგალითად: სელის თესლი მდიდარია ომეგა-6-ით, ომეგა-9-ით, ალფა-ლინოლეური და ცხიმოვანი მჟავებით. მისი ანტიოქსიდანტური ფუნქცია ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის სადინრების გაწმენდას.
- თაფლი და ნიორი განსაკუთრებით სასრგებლოა როგორც კანის, ისე მთელი ორგანიზმის უჯრედების გასაახალგაზრდავებლად.
- ლიმონი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს უზრუნველყოფს C ვიტამინით, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას.
ბევრი სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ ამ მარტივი საშუალების გამოყენებით. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს და მოამზადეთ დაუყონებლივ.
უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სელის ზეთი 100 მლ
- ნიორი 5 კბილი
- თაფლი 1 კგ
- ლიმონი 2 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ლიმონი გათალეთ, გაჭერით 4 ნაწილად, ამოაცალეთ თესლები და მოათავსეთ ბლენდერში. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
- მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მკურნალობის დაწყებიდან ძალიან მალე შეამჩნევთ თმისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ 6 თვეში ერთხელ.