ხშირად გრძნობთ ფეხებში სიმძიმეს, ღამით კი საშინელი ტკივილი გაღვიძებთ. დაკარგეთ ხალისი და მოძრაობის სურვილი. უამრავი მედიკამენტი სცადეთ, ტკივილი დროებით გიყუჩდებათ, შემდეგ იგივე მეორდება. ტკივილგამაყუჩებლებს კი უამრავი უკუჩვენება აქვს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც მოგიხსნით ოსტეოქონდროზით, ართრიტით, ართროზით, რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილს.
საჭირო იგრედიენტები:
- იოდი 10 მლ
- ქაფურის სპირტი 10 მლ
- სპირტი ჩვეულებრივი 300 მლ
- ანალგინი 10 აბი
- მუქი მინის ბოთლი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ანალგანის აბები კარგად დაფხვენით და ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით იოდი, სპირტი, ქაფურის სპირტი, შეანჯღრიეთ, მჭიდროდ დაახურეთ და სამი კვირით დააყოვნეთ ბნელ ადგილზე.
- მომზადებული საშუალება ძილის წინ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ შალის ქსოვილით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე, შემდეგ 5 დაისვენეთ. თუ ტკივილმა ისევ შეგაწუხათ კვლავ გაიმეორეთ 10 დღიანი კურსი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.