როდესაც შვილები ღვეზელების მომზადებას მთხოვენ, მხოლოდ ამ ცომს ვიყენებ. მოსამზადებლად უმარტივესია, თანაც ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი გამოდის

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად მარტივი, ფაფუკი და ჰაეროვანი ცომის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ უგემრიელესი ღვეზელების მომზადებას.

საფუვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 50 მლ
  • საფუარი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი ან რძე, ან კეფირი 250 მლ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი 2 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ფქვილი 500-550გრ
  • ზეთი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ საფუარი, შაქარი და აურიეთ. რამდენიმე წუთი გააჩერეთ სითბოში.
  2. ღრმა თასში ჩაასხით თბილი რძე, დაამატეთ შაქარი, მარილი, კვერცხის გულები, ზეთი, ამოსული საფუარი და აურიეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ 400 გრ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი, წებოვანი ცომი (უმჯობესია, ფქვილი ცომის ამოგუნდავების დროს გამოიყენოთ). ცომს ზელთ, დაახლოებით 10-15 წუთი. თასს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და დადგით სითბოში. საათ-ნახევრის შემდეგ ჩაზილეთ, კვლავ გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ ასაფუებლად.

შეგიძლიათ ფაფუკი და ჰაეროვანი ცომით მოამზადოთ საოცრად გემრიელი ღვეზელები. გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი.

გემრიელად მიირთვით!