რა სარგებლობა მოაქვს შავი ქლიავის ჩირს და როგორ გამოვიყენოთ ის

მავნე ნივთიერებები მუდამ თან გვსდევს. ისინი ყველგან არის ჰაერში, საკვებ ნივთირებებში, სასმელებში. გასაკვირი არის, როგორ უძლებს ჩვენი ორგანიზმი ამ დატვირთვას.

იგი ხშირად საჭიროებს დახმარებას. იზრუნეთ თქვენს ორგანიზმზე, არ მისცეთ თავდაცვით სისტემას მოდუნების უფლება, რაშიც სხეულის რეგულარულად წმენდა დაგეხმარებათ.

ამისთვის სწორი საშუალება უნდა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალური და უსაფრთხო ინგრედიენტებით უნდა იყოს გაჯერებული, რადგან ორგანიზმს კიდევ მეტი ზიანი არ მიაყენოთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომელიც ნატურალური იგრედიენტებით არის გაჯერებული.

მის მოსამზადებლად დაგჭირედებათ:

  • წყალი 3 ჩ. ჭ.
  • ქიშმიში (უწიპწო) 150 გრ
  • შავი ქლიავი 150 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ ქიშმიში, შავი ქალიავი და ადუღეთ 15 წუთი.
  2. მომზადებული სასმელის 1 ს. კ. მიიღეთ ყოველ დილით, მშიერ კუჭზე.

გამწმენდი საშუალების შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და სასარგებლოა. მაგალითად, შავი ქლიავს ნაწლავების მსუბუქი წმენდის ეფექტი აქვს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, შარმდენია და გაგათავისუფლებთ ზდმეტი კილოგრამებისგან. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

ქიშმიში შეიცავს ინულინს, რომელიც დადებითად მოქმედებს თირკმელებზე და ღვიძლზე. წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და ტოქსინებისგან.

გამწმენდი საშუალების მიღების დროს დამატებით კიდევ ერთი პროცედურა ჩაიტარეთ. ერთი თვის განმავობაში მიიღეთ ქიშმიშით გაჯერებული წყალი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მუჭა ქიშმიში. ქიშმიში გარეცხეთ, გადაავლეთ ცხელი წყალი, შემდეგ კი დაასხით გადადუღებული ცივი წყალი და დააყოვნეთ ერთი დღე-ღეამე.

შემოთავზებული მეთოდის მიხედვით ჩატარებულ წმენდას არ აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები. მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.