უძველესი დროიდან ხალხი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადასაჭრელად ჭარხალს იყენებდა. რომაელები და ბერძნები მას სიცხის დასაწევად იყენებდნენ.
ჭარხალი შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, როგორიცაა იოდი, თუთია, საპონინები, მაგნიუმი, ქლორი, ფლავონოიდები, ბეტაინი, კალციუმი, ნიტრატები და ნატრიუმი.
ის ამცირებს ალერგიას და აუმჯობესებს ჯანმრთელობას, თირკმელების, ლიმფებისა და ნაღვლის ბუშტის ჩათვლით.
იგი მდიდარია სხვადასხვა ელემენტებით და გამოიყენება დიაბეტის, ძილის პრობლემების, სუსტი იმუნიტეტის, ანემიის, ათეროსკლეროზის, წნევის, ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ. ერთადერთი გვერდითი მოვლენა წითელი შარდია.
ჭარხლის სასარგებლო თვისებები:
ჭარხალი მდიდარია ნიტრატებით, ამიტომ სისხლი ტვინში უკეთესად მიედინება.
ღვიძლის დეტოქსიკაცია
ბეტაინის წყალობით, ღვიძლის ჯანმრთელობა უმჯობესდება.
მენსტრუალური საკითხები და მენოპაუზია
წითელი ჭარხალი შეიცავს რკინას და ქმნის ახალი სისხლის უჯრედებს. ის მკურნალობს მენოპაუზის და PMS-ის პრობლემებს.
კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა
კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარხლის წვენი კლავს ანთებას, აუმჯობესებს უჯრედების ჯანმრთელობას და ქმნის ახალ უჯრედებს.
წნევის დაწევა
ნიტრატების გამო, დღეში 2 ჭიქა წვენმა შეიძლება შეამციროს წნევა.
ანთება
ჭარხალს აქვს ანტიოქსიდანტები, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ანთების შემსუბუქებას.
ყაბზობა
ჭარხლის წვენი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და მეტაბოლიზმს, ამიტომ საჭმლის მონელება უმჯობესდება.
რკინის დეფიციტი / ანემია
წითელი ჭარხალი საოცარია ანემიის სამკურნალოდ, რადგან ის ქმნის ახალ წითელ უჯრედებს, რომლებიც შეიცავენ რკინას.
კუნთისთვის
ჭარხლის წვენი ზრდის კუნთების სიძლიერეს.
კანის მდგომარეობის გაუმჯობესება
ეს ჯანსაღი ბოსტნეული შეიცავს ფოლატს, რაც ნაოჭების და კანის პრობლემებს მოგიგვარებთ.
გონებრივი ჯანმრთელობა და განწყობის გაუმჯობესება
ჭარხლის წვენი შეიცავს ბეტაინს და ტრიპტოფანს, რომლებიც ამშვიდებს გონებას და აგარიდებთ დეპრესიას.
თანდაყოლილი დეფექტები
ჭარხალი შეიცავს ფოლიტსა და ფოლიუმის მჟავას და, ამრიგად, ხდება დეფექტების პრევენცია.
მიირთვით ის მაშინაც, თუ ორსულად ხართ.