ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ლამაზი და ჯანმრთელი სახის კანი. მშვენიერი ქმნილებები ცდილობენ, რომ დიდხანს შეინარჩუნონ კანის სინორჩე და ამისთვის არ იშურებენ ძალასა და ფინანსებს. სურთ, რომ მიუხედავად ასაკისა, ყველას აღაფრთოვანებდნენ, მაგრამ ცხოვრების თანამედროვე სტილი ძალიან უარყოფითდ მოქმედებს ჩვენს კანზე.
კანის ნაადრევი დაბერების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- ხშირი სტრესული მდგომარეობა
- უძილობა
- ქიმიური ნივთიერებების გამოყენება
- მზისა და ქარის მუდმივი მოქმედება
- და ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე.
მაგრამ საბედნიეროდ, ნატურალური, იაფი ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების საშუალებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ თქვენი სახის კანის მდგომარეობა.
შემოგთავაზებთ 2 უმარტივეს რეცეპტს, რომელთა ეფექტურობაც გაგაოცებთ. მთავარი პროდუქტი ამ სუპერ ეფექტური საშუალებების არის კარტოფილი.
ნიღაბი №1
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- გახეხილი კარტოფილი 2 ს. კ.
- არაჟანი ან იოგურტი ან მცენარეული ზეთი ½ ჩ. კ.
მოცემული იგრედიეენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნიღაბი გაწმენდილ სახეზე დაიტანეთ, ხელის წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გირჩევთ, რომ ნიღაბი წაისვათ საღამოს, რადგან მის შემადგენლობაში შედის ლიმონი და არ გირჩევთ მზეზე მოხვედრას.
სასურველია, ნიღაბი გაიკეთოთ კვირაში ერთხელ.
ნიღაბი №2
საჭირო იგრედიენტები:
- გახეხილი კარტოფილი 1 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხის ცილა
ცილა ათქვიფეთ კარგად, შეურიეთ კარტოფილი და მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელზე, ხელებზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ, ნიღაბის მოსამზადებლად ყოველი ახალი პროდუქტის შერჩევისას გაიკეთოთ ტესტი ალერგიაზე.
როგორ გავიკეთოთ ტესტი
წაისვით მომზადებული მასის მცირე ნაწილი იდაყვის შიდა ზედაპირზე, დაელოდეთ 20 წუთს, თუ არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროდუქტი.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და ერთი თვის შემდეგ შედეგით ისიამოვნეთ.