რა საფრთხეს გვიქმნის სისხლის ცუდი მიმოქცევა და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

ცუდი სისხლის მიმოქცევა  უამრავი ადამიანის პრობლემაა. მისი სიმპტომებია სწრაფი დაღლილობა, მიუხედავად ამინდისა გაყინული ხელები და ფეხები, განწყობის ხშირი ცვლა და მუდმივად შიმშილის შეგრძნება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, მაგრამ მათ შორის მთავარი აარასწორი კვება და პასიური ცხოვრების წესია.

ეს ფაქტორები ხელს უწყობს სისხლძარღვებში დაფების წარმოქმნას, რომლებიც აფერხებს სისხლის გადაადგილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, ტროპიკული წყლულები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი სხვა პრობლემები.

შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებსა და ვარჯიშებს, რომლებიც აგარიდებთ სისხლის მიმოქცევის პრობლემებს და უამრავ სხვა დაავადებას.

1. კისრის ვარჯიშები

თავი უნდა ამოძრაოთ ნელა. ჯერ მიაბრუნეთ მარჯვნივ, გააჩერეთ რამდენიმე წამი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შემდეგ მიაბრუნეთ მარცხნივ, გააჩერეთ რამდენიმე წამი და დაუბრუნდით კვლავ საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ. შემდეგ ნელი ტემპით ამოძრავეთ თავი ზემოთ, ქვემოთ. ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.

2. გაჭიმვა

ვარჯიშის დაწყებამდე ყველა კუნთი გაჭიმეთ. ეს ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ახურებს კუნთებს და ამზადებს მათ ინტენსიური ვარჯიშებისთვის.

3. აზიდვები

დილით, საუზმემდე შეეცადეთ გააკეთოთ 10 აზიდვა. ეს ვარჯიში ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას ხელებში.

4. ხელები და თითები

ნელა მომუჭეთ ხელები. გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში მოგიხსნით ხელების კრუნჩხვას.

5. ლაშქრობა

სიარული აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით კი ფეხებში. სასურველია კვირაში 3-ჯერ ისეირნოთ ენერგიული ტემპით.

6. ცეკვა

რეკომენდებულია ცეკვა, რომელიც მოგიხსნით სტრესებს,  შეუნარჩუნებს სხეულს სასურველ ფორმას და გაგიუმჯობესებთ სისიხლის მიმოქცევას. დადებითი შედეგის მისაღებად საკმარისია დღის განმავლობაში 30 წუთი იცეკვოთ.

ნუ მოდუნდებით, ივარჯიშეთ, ისეირნეთ, იარეთ ლაშქრობებზე, იცეკვეთ, იკვებეთ სწორად და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.