
შემოგთავაზებთ ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია. ხაჭოს ბაზაზე მომზადებული ნამცხვრები გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და სინაზით.
საჭირო ინგრედიენტები:
- 550 გრ ხაჭო
- 2 ცალი კვერცხი
- 3 ს. კ. არაჟანი
- 6 ს. კ. შაქარი
- ვანილი
- 3 ს. კ. მანანის ბურღული
მომზადების წესი:
- ხაჭოს დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასას დაამატეთ მანანი და აურიეთ.
- დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ჩააფინეთ ცხიმწასმული პრგამენენტის ქაღალდი, გადაიტანეთ მზა მასა და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.
ხაჭოს ნამცხვარი შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით და გემრიელად მიირთვათ არომატულ ჩაისთან ერთად.