
კალიუმის პერმანგანატიმ, იგივე მარგანცოვკა, მარტივი სააფთიაქო საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა ოჯახში. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ ამ იაფი საშუალების დახმარებით.
კალიუმის პერმანგანატი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში კანისა და ლორწოვანი ინფექციების აღმოსაფხვრელად. მისი მუქი იასამნისფერი კრისტალები იხსნება წყალში.
- სხვადსხვა დაავადებათა სამკურნალოდ განსხვავვებული კონცენტრაციის კალიუმის პემანგანატის ხსნარი უნდა გამოვიყენოთ.
- მაგალითად, კუჭის გამოსარეცხად ამზადებენ 0,01-0,1 % ხსნარს, რომელიც ღია ვარდისფერია.
- ჭრილობების დეზინფექციისთვის-0,1-0,5 %-იან ხსნარს, რომელიც ვარდისფერია.
- დამწვრობებისა და წყლულების სამკურნალოდ კი 2, 5 %-იან ხსნარს, რომელიც იასამნისფერია.
საკვებით მოწამვლის დროს კალიუმის პერმანგანატის ხსნარს იყენებენ როგორც სადეზინფექციო საშუალებას და მისგან მომზადებულ ღია ვარდისფერ ხსნარს ასმევენ ავადმყოფს.
გირჩევთ, კალიუმის პერმანგანატის გამოყენების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან ხდება ისეც, რომ მისი კრისტალები ყოველთვის არ იხსნება წყალში. ამან კი შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი წინასწარ მოამზადოთ.
აბაზანა ჩვილებისთვის
ყველა დედამ და ბებიამ კარგად იცის, რომ ჩვილების დასაბანად უნდა გამოიყენოს კალიუმის პერმანგანატიანი ხსნარი. მოამზადებთ აბაზანას და დაამატებთ მცირე რაოდენობის კალიუმის პერმანგანატის ხსნარს ისე, რომ მიიღოთ ღია ვარდისფერი შეფერილობა.
თვალის დაავადებათა ბლეფარიტისა და კონიუქტივიტის სამკურნალოდ გამოიყენება ღია ვარდისფერი ხსნარი.
ფაღარათის დროს რეკომენდებულია დილა-საღამოს მიიღოთ 1 ჩ. ჭ. ღია ვარდისფერი კალიუმის პერმანგანატიანი ხსნარი.
თუ სახლში მძიმე, მწოლიარე ავადმყოფი გყავთ და ჰაერში მძიმე სუნი ტრიალებს, ჭიქაში ჩაასხით წყალი, დაამატეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი ისე, რომ მიიღოთ ვარდისფერი შეფერილობა. კალიუმის პერმანგანატი შთანთქავს უსიამოვნო სუნს.
დამწვრობის სამკურნალოდ დაიდეთ კალიუმის პერმანგანატის ცივი ხსნარის საფენი. და რაც უფრო ძლიერი დამწვრობაა, მით უფრო მაღალი კონცენტრაციის ხსნარი უნდა გამოიყენოთ. დამწვრობებისთვის ჩვეულებრივ 2,5 %-იანი ხსნარი გამოიყენება.
ანგინისა და სტომატიტის დროს გამოივლეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი.
გაითვალისწინეთ, კალიუმის პერგანმანატის ხსნარი წინასწარ უნდა გააზავოთ, რადგან მისი კრისტალი კანზე, განსაკუთრებით კი ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს სერიოზულ დამწვრობას.
კალიუმის პერმანგანატს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ და მისი ეფექტურობა მრავალჯერ არის დამტკიცებული.