7 საჭმელი, რომელიც თმის ზრდას აჩქარებს

გრძელი თმის ქონა უამრავი ქალის სურვილია. ამ მიზნის მიღწევაში სპეციალურ შამპონებთან, მასკებთან და ვარცხნილობებთან ერთად ასევე თქვენი ყოველდღიური მენიუს შეცვლაც დაგეხმარებათ. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სწორედ თმის სწრაფად გაზრდაში დაგეხმარებათ.

ორაგული

ამ თევზის შემადგენლობაში შედის Omega-3 ცხიმები, რომელიც თმის ნაწილაკებს აძლიერებს და მათ ზრდას ასწრაფებს. მეცნიერებმა ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, რომ ამ პროდუქტის მიღება თმის ტელოგენურ ფაზას, ანუ ნაწილაკების დასვენების პერიოდს ამცირებს ნახევარი წლით, რაც თმის გაზრდის დამაჩქარებელი ნიშანია.

მოლუსკები

ეს პროდუქტი თუთიის საბადოს წარმოადგენს, რაც თმის სწრაფად გაზრდასა და ბრწყინვალებას უზრუნველყოფს. დღეში ერთი მოლუსკის ჭამა ამ ელემენტის საკმარისი დოზის მიღებისათვის საკმარისია. მოლუსკების გარდა ეს მინერალი შეგიძლიათ მიიღოთ ღორის ხორცის ჭამითაც.

ქათამი

ქათამი მდიდარია ცხოველური პროტეინებით, რომელიც ჩვენ კერატინის გამომუშავებისთვის გვჭირდება. თმის ძირების 80% სწორედ კერატინისგან შედგება. პროტეინების ნაკლებობა 2-3 თვის განმავლობაში იწვევს თბის ზრდის შეჩერებას და ასევე თმის ცვენასაც.

კვერცხები

ეს პროდუქტი საჭირო ელემენტებს შეიცავს თმის ზრდისა და მისი კარგ მდგომაროებაში შენარჩუნებისათვის. კვერცხი მდიდარია პროტეინებითა და ბიოტინით, რომელიც თმის ცვენისგან გიცავთ.

ნუში

ნუში E ვიტამინს შეიცავს, რომელიც ააქტიურებს თმის ზრდის პროცესებს და აძლიერებს მას. 30 გრამი ნუში ამ ვიტამინის დღიური დოზის 70 პროცენტს შეიცავს. ამასთანავე ნუში ისეთ სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა ბიოტინი, ცხიმოვანი მჟავები და B ვიტამინი.

გოგრის თესლი

გოგრის თესლები შეიცავენ B1, B2, B3 და B4 ვიტამინებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თმის ზრდას და თავის ქალის სიჯანსაღეს. თუკი თმის ცვენის პრობლემა გაწუხებთ, მაშინ ყოველდღიურ მენიუში გოგრის ზეთიც უნდა დაამატოთ აუცილებლად.

ოსპი

ოსპი რეკორდული რაოდენობის რკინას შეიცავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია თმის ჯანსაღი ზრდისათვის. ამიტომ ერთი თეფში ოსპის სუპი ამ ელემენტის დღიური დოზის ნახევარს შეიცავს. იგი დამატებით შეიცავს თუთიას და სხვა სასარგებლო ელემენტებსაც.