თირკმელების დაავადების 10 ადრეული სიმპტომი, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია

თირკმელები ორი ისეთი ორგანოა, რომელიც გეხმარებათ ორგანიზმიდან მოიშოროთ ზედმეტი სითხე და მავნე ნივთიერებები. ისინი, როგორც წესი, სისხლს ფილტრავენ და შარდის სახით დევნიან ორგანიზმიდან.

გარდა ამისა, თირკმელები სხეულში მინერალურ ბალანსს ინარჩუნებენ, წარმოქმნიან ჰორმონებს და დიდ როლს თამაშობენ არტერიული წნევის რეგულირებაში.

თუ თირკმელები დაზიანებულია, სხეული მავნე ნივთიერებებისა და სითხეების განკარგვის უნარს კარგავს. უმეტეს შემთხვევაში, ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანს აქვს თირკმელების ქრონიკული დაავადება.

ექსპერტები ამბობენ, რომ დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. თუ გენეტიკაში არის ისეთი ადამიანი, რომლის თირკმელებიც ცუდად ფუნქციონირებს, ეს ასევე ზრდის ავადმყოფობის ალბათობას.

მაგრამ თუ პრობლემებს ადრეულ ეტაპზე ამოიცნობთ, მათი მოგვარება უფრო სწრაფად შეგიძლიათ.

ჩვენ გეტყვით ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც თირკმლის დისფუნქციაზე მიუთითებენ:

1. დაღლილობა.

თუ მუდმივად დაღლილი ხართ და გიჭირთ კონცენტრირება, ეს შეიძლება ტოქსინების დაგროვების შედეგი იყოს. გარდა ამისა, თირკმლის უკმარისობა ხშირად ანემიას იწვევს.

2. ხშირი მოშარდვა.

შეამჩნიეთ, რომ ტუალეტში უფრო ხშირად გინდათ შესვლა, ვიდრე ადრე. ეს შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე.

3. უძილობა.

თუ თქვენს სხეულს არ შეუძლია სხეულიდან ტოქსინების გამოდევნა, დაძინება გაგიჭირდებათ. –

4. თვალების შეშუპება.

დაზიანებული თირკმელები იწყებენ ცილის დაშლას არანორმალური რაოდენობით. ეს იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და თვალების მუდმივ შეშუპებას.

5. მშრალი კანი.

მინერალებისა და სითხეების დისბალანსი იწვევს კანის პრობლემებს – ის მშრალი ხდება, იწყება ქავილი.

6. სისხლი შარდში.

თუ სისხლის ფილტრი კარგად არ მუშაობს, სისხლის უჯრედები ჩვეულებრივ შედის შარდში. მაგრამ ამ სიმპტომმა შეიძლება ასევე მიუთითოს თირკმლის ქვებზე, ინფექციებსა ან კიბოზე.

7. შეშუპებული ფეხები.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება იწვევს ნატრიუმის და სითხის გამოყოფის შეფერხებას. პაციენტები ხშირად უჩივიან ტერფებისა შეშუპებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დილით.

8. კუნთების კრუნჩხვები.

კალციუმის და ფოსფორის დისბალანსი ხშირად იწვევს კუნთების კრუნჩხვას.

9. მადის გაუარესება.

მრავალრიცხოვანმა მიზეზებმა, მათ შორის თირკმელების ქრონიკულმა დაავადებამ, შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა.

10. ქაფიანი შარდი.

თირკმელების დაავადების მქონე ადამიანები ასევე აღმოაჩენენ, რომ მათი შარდი ქაფდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან თირკმელების დაავადება?

1. დიეტა.

ექიმები გირჩევენ შეზღუდოთ ცხიმის, შაქრის და ალკოჰოლის მიღება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამან შეიძლება შეამციროს თირკმელებზე მავნე ზემოქმედება. თქვენს დიეტას დაამატეთ მჭლე ხორცი, ფოთლოვანი მწვანილი, მარცვლეული და ხილი.

2. ფიზიკური დატვირთვა.

ვარჯიში დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რაც ასევე დიდ როლს ასრულებს თირკმელების გადარჩენაში.

3. სტრესის მართვა.

ნუ შეეცდებით ალკოჰოლის და სიგარეტის მიღებას. მედიტაცია, იოგა, ღრმა სუნთქვა და სხვა სარელაქსაციო ტექნიკა დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში.

4. ჰიპერტენზიის მკურნალობა.

ძალიან მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლი. უკონტროლო ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.

განიცდით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს?