კომში ძალიან სასარგებლო ხილია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ვიტამინების ბომბაა. ამ საოცრად არომატული ხილის შემადგენლობაში შედის პროვიტამინი A, ვიტამინები: E, C, PP და B, აგრეთვე უამრავი მაკრო და მიკროელემენტები, კალიუმი, ნატრიუმი, პექტინი.
სასარგებლო შემადგენლობის წყალობით კომში გამოიყენება პანკრიასის, ანემიის, ჰიპერტონიის, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. კომში ბუნებრივი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა.
ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა კომშის თესლის ნახარში, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თვალის დაავადებათა სამკურნალოდ და ანგინის დროს სავლებად. ნახარში მოამზადეთ შემდეგი წესის მიხედვით: 5-10 გრ კომშის თესლს დაასხით 100 მლ წყალი და აადუღეთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ კომშის მურაბის მომზადების განსხვავებულ მეთოდს.
კომშის მურაბა ლიმონითა და ნიგვზით
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე კომში 2,5 კგ
- შაქარი 2 კგ
- წყალი 300 მლ
- თხილი 300 გრ
- ლიმონი 1 ცალი
მომზადების წესი:
- კომში კარგად გარეცხეთ. გაყავით 4 ნაწილად, გაასუთავეთ თესლისგან. დაჭრილი კომში რომ არ გაშავდეს, ჩაყარეთ წყალში და დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა.
- 1-2 წუთი ადუღეთ, შემდეგ ნაყოფი ამოიღეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ. წყალში, რომელშიდაც კომში იხარშებოდა ჩაყარეთ 700 გრ შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
- როდესაც შაქარი გადნება ჩაყარეთ კომში და ადუღეთ 10 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, ქაფი მოხადეთ და 10-12 საათი გააჩერეთ.
- მეორე დღეს კვლავ დააყარეთ 700 გრ შაქარი და ადუღეთ 10 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10-12 საათი.
- მესამე დღეს დააყარეთ დარჩენილი შაქარი, დაჭრილი ნიგოზი და ლიმონი. კომშის მურაბა დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
მომზადებული მურაბა გადაიტანეთ ქილებში და გემრიელად მიირთვით.