ქალბატონებო, გიყვართ ცხობა, მომზადება უგემრიელესი ნუგბარ-ნუგბარი კერძების. გსიამოვნებთ თქვენი საყვარელი ადამიანების გაბედნიერება. გაქვთ ცხობისთვის განკუთვნილი და გამორჩეულად საყვარელი, მოსახერხებელი ფორმები, რომელთაც მიუხედავად სიძველისა ვერ ელევით. ხშირი გამოყენების გამო მათი ზედპარი დაფარულია ნარჩენებისგან.
არსებობს უამრავი ქიმიური საშუალება, რომელთა წყალობითაც ძველ, მაგრამ მოსახერხებელ საცხობ ფორმებს დაუბრუნებთ ბრწყინვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ იღებთ სასურველ შედეგს და ამავე დროს მათ შემადგენლობაში შედის უამრავი ქიმიური ნივთიერება, რომლებიც ორგანიზმისთვის საზიანოა. ზოგიერთი მათგანი იწვევს ალერგიას, კანის გაღიზიანებას, ქავილს, გამონაყარს, სიწითლეს. ხშირად მძაფრი სუნის გამო სამზარეულოში მძიმე სუნიც დგება.
გირჩევთ, გამოიყენოთ მრავალჯერ გამოცდილი, საკმაოდ ეფექტური, უსაფრთხო საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებები.
სტატიაში შემოგთავაზებთ ფოლადის უჟანგავი საცხობი ფორმის საშინაო პირობებში მომზადებული გამწმენდი საშუალების რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალბადის ზეჟანგი 1 ს. კ.
- სოდა 2 ჩ. კ.
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
გამოყენების წესი:
- საცხობ ფორმას მოაყარეთ სოდა, მოასხით წყალბადის ზეჟანგი და ღრუბელის საშუალებით ნარევით დაფარეთ ფორმის როგორც შიგნითა, ასევე აგრეთვე მხარე და გააჩერეთ დაახლოებით 1-2 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ჭურჭელი და შემდეგ კარგად გაავლეთ.
როგორ გავწმინდოთ ალუმინის საცხობი ფორმა
დაგჭირდებათ:
- წყალი 2 ს. კ.
- ძმარი 2 ს. კ.
- თასი
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ძმარი და წყალი ერთმანეთში აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. შემდეგ გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. მომზადებული საშუალებით გააჯერეთ ღრუბელი და ფორმა მთლიანად გაწმინდეთ.
- შემდეგ სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ. აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები, რადგან შეიძლება კანი დაგეწვათ. ალუმინის საცხობი ფორმა ცხელი წყლით კარგად გარეცხეთ.
როგორ გავწმინდოთ მინის საცხობი ფორმა
საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- სოდა 100 გრ
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ჩ. კ.
- წყალბადის ზეჟანგი 1 ს. კ.
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მიიღებული უძლიერესი გამწმენდი საშუალებით გააჯერეთ ღრუბელი და საცხობი ფორმა კარგად გაწმინდეთ.
- მინის ფორმები ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად. სოდისა და წყალბადის ზეჟანგის წყალობით თქვენი მინის ჭურჭელი იბრწყინებს.
პროფილაქტიკა-საუკეთესო საშუალებაა
თქვენი საცხობი ფორმები რომ ბრწყინავდეს, გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი და თქვენი ფორმები დაიცავით ზედმეტად დაბინძურებისგან, აგრეთვე დაზოგავთ თანხებს და აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებების შეძენა.