ამ საშინაო კრემს წლებია საკუთარი ხელით ვამზადებ ჩემთვის და ყველა ჩემი მეგობრისთვის

0
463

კანი წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიან მგრძნობიარეა. ზამთარში მას აზიანებს სიცივე, ქარი, ტემპერატურის ცალებადობა, ხოლო ზაფხულში_მზე, სიცხე, ქარი და ა. შ.

კანის ნეგატიური ზემოქმედებისგან დასაცავად გირჩევთ, გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები.

შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ხელნაკეთი კრემის რეცეპტს. ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული კრემი არ იწვევს გვერდით მოვლენებს, კვებავს, ატენიანებს კანს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 100 მლ
  • ფორთოხლის ეთერზეთი 4 წვეთი
  • სალბის ეთერზეთი 4 წვეთი
  • ფორთოხლის ცედრა 1 ჩ. კ.
  • ვიტამინი E 4 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ფორთოხლის ცედრა. ფორთოხლის  კანი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, აიღეთ მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი. ცედრა გაშალეთ პერგამენტის ქაღალდზე, გამოაშრეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაფქვით ყავის საფქვავში.
  2. ქოქოსის ზეთი შეათბეთ (უბრალოდ ზეთის კონტეინერი ჩადეთ თბილ წყალში და ცოტა ხანს გააჩერეთ), დაამატეთ ფორთოხლის დაფხვნილი ცედრა და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები, E ვიტამინი და კარგად აურიეთ.
  3. ნაზავი ცოტა ხნით შედეთ მაცივარში გასამაგრებლად და შემდეგ  დააბლენდერეთ. კრემი გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ სიგრილეში.

ძილის წინ კრემი შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტანის კრემი. სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით მიიღეთ შხაპი.

ცადეთ, საოცარი კრემი და სასურველ შედეგს მალე მიიღებთ!