თუ რადიკულიტი და წელის ტკივილი გაწუხებთ, ეს საშუალება ძალიან დაგეხმარებათ

რადიკულიტი  საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ხერხემლის პრობლემები, წარსულში მიღებული ტრავმა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და ჭარბწონიანობა.

გარდა გამახურებელი მალამოების, იოგისა და სხვადასხვა ვარჯიშებისა, პრობლემის დამარცხებაში და წელის ტკივილის მყისიერად მოხსნაში ძალიან დაგეხმარებათ საშიანო საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

როგორ ვებრძოლოთ რადიკულიტს?

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარ საშუალებას, რომელიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ინგრედიენტები:

  • 4 კბილი ნიორი
  • 200 მლ რძე
  • თაფლი

ინსტრუქცია:

  1. ნიორი გაასუფთავეთ კანისგან, კარგა გარეცხეთ და დააქუცმაცეთ.
  2. ჩაასხით რძე პატარა ქვაბში, დაუმატეთ დაკეპილი ნიორი და დადგით ცეცხლზე.
  3. სანამ რძე დუღილს დაიწყებს, მოაშორეთ მასა ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად.
  4. გაგრილებულ ნარევში დაუმატეთ ერთი ან ორი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად მოურიეთ.

მიღების წესი:

მომზადებული საშუალება უნდა დალიოთ ყოველდღიურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ხანმოკლე დროში შენიშნავთ მდგომარეობის გაუმოჯბესებას, რადგან ეს სასმელი ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამოირჩევა.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც.