მეხსიერების დაქვეითება გაწუხებთ? გაიწმინდეთ თავის ტვინის სისხლძარღვები საშინაო საშუალებით

ასაკის მატების პარალელურად ჩვენი მეხსიერება სულ უფრო და უფრო ქვეითდება, რაც ხშირ შემთხვევაში თავის ტვინის არტერიების დაბინძურების შედეგია.

სისხლძარღვების დაცობამ და მათი გამავლობის დაქვეითებამ გარდა მეხსიერების დაქვეითებისა, შეიძლება შეგვიქმნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა: წნევის მკვეთრი ცვლილებები, თავის ქრონიკული ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა და ა.შ.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალურ საშუალებას, რომელიც გაგიწმენდთ თავის ტვინის სისხლძარღვებს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და თავიდან აგარიდებთ ზემოთ ხსენებულ პრობლემებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის ლიმონი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ლიტრი წყალი (ანადუღარი)

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. გაასუფთავეთ ნიორი და კარგად გარეცხეთ.
  2. ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად (კანიანად) და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ თაფლი.
  3. ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაამატეთ მომზადებული ნარევი და კარგად მოურიეთ.
  4. დააყოვნეთ სასმელი 3 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლით ან დოლბანდით.
  5. შეინახეთ მომზადებული სასმელი მაცივარში.

მიიღეთ ის ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. როდესაც სასმელი ამოგეწურებათ, გააკეთეთ მინიმუმ ერთ კვირიანი შესვენება. სურვილისამებრ, გაიმეორეთ კურსი.

ეს საშუალება ძალიან დაგეხმარებათ, თუ მეხსიერების დაქვეითება გაწუხებთ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!