ძვირფასო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ უგემრიელესი ხვეულების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. მისი საოცარი გემო აღგაფრთოვანებთ.
საჭირო ინგრედიენტები 1-ლი ცომისთვის:
- არაჟანი 200 გრ
- ფქვილი 300 გრ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ. კ.
- მე-2 ცომისთვის
- კარაქი 200 გრ (ოთახის ტემპერატურის)
- ფქვილი 250 გრ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ. კ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- კენკრის ჯემი
- შოკოლადის კრემი ნუტელა
- ქიშმიში
- ნიგოზი შაქრის ფხვნილით
მომზადების წესი:
- აიღეთ თასი, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, დაამატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.
- მე-2 ცომისთვის გაცერით ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი, დარბილებული კარაქი და მოზილეთ ცომი.
- ორივე ცომის გუნდა მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე.
- ცალ-ცალკე გააბრტყელეთ თითოეული ცომი დაახლოებით 1,5 სმ სისქეზე და დააფინეთ ერთმანეთზე.
- გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფენად და გადაკეცეთ კონვერტისებურად.
- ისევ გააბრტყელეთ, შემდეგ გადაკეცეთ კონვერტისებურად და პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ.
- მიღებულ ცომს შემოახვიეთ ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- მაცივრიდან გამოღებული ცომი გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის მართკუთხა ფენად.
- ფენა გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ფენა დაჭერით სამკუთხედებად (4-5 სმ).
- სამკუთხედის ძირში დადეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი და გადაახვიეთ წვეროსკენ.
- მომზადებული ხვეულები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე (დაახლოებით 12-15 წუთი).
უგემრიელეს ოქროსფერს ხვეულებს მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.