კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ძალიან რთული მექანიზმია და საჭმლის მონელებაც ურთულესი პროცესია.
თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება დაქვეითებულია, ადამიანის სხეული ვერ შეითვისებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რაც მას სჭირდება და შედეგად შეიძლება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა გაუარესდეს.
ტოქსიკური ნივთიერებები და ნარჩენები გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას
აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ მაინც ჩაიტაროთ მსხვილი ნაწლავის სრული გაწმენდა, მიიღოთ ჯანმრთელი საკვები. ამ გზით შეძლებთ აიცილოთ მრავალრიცხოვანი არასასურველი პრობლემა, ხელი შეუშალოთ ნარჩენებისა და ტოქსინების დაგროვებას სხეულში.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი დეტოქსიკაციური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში დაიცლით ნაწლავებს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ადუღებული წყალი 5 ჩ. ჭ.
- შავი ქლიავი 150 გრ
- ფინიკი 150 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ შავი ქლიავი და ფინიკი. 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გადმოგით და გააციეთ.
- მიღებული საოცრება მიიღეთ 1 ს. კ. დილით მშიერ კუჭზე. ეს უძლიერესი ნარევი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ ყაბზობისგან, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს და გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ უძლიერესი დეტოქსიკაციური საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.