ნატურალური საშუალება გაგიძლიერებთ გულის კუნთს და დაუბრუნებს მოქნილობას სისხლძარღვებს

გული მთელი ჩვენი ორგანიზმის მამოძრავებელი ორგანოა, რომელიც განუწყვეტლივ რეჟიმში ასრულებს სისხლის გადატუმბვის ფუნქციას.

დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, სასმელი წყალი, არაჯანსაღი საკვები და მავნე ჩვევები ყველაზე მეტად აზიანებს ამ ორგანოს.

თუ სავალალო შედეგების თავიდან არიდება გსურთ, მაქსიმალურად მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს, გადადით ცხოვრების ჯანსაღ სტილზე და იმოძრავეთ რაც შეიძლება ბევრი.

გარდა ამ რჩევებისა, საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, ძალიან დაგეხმარებათ. ის გაგიძლიერებთ გულის კუნთს, გაწმენდს სისხლძარღვებს და მოამარაგებს ორგანიზმს მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის ჭიქა შტოში
  • 1 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 500 გრამი გატარებული ქიშმიში

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. გარეცხეთ შტოში, შეამშრალეთ და დასრისეთ.
  2. მიღებულ ფაფისებრ მასას დაუმატეთ თაფლი, გატარებული ნიგოზი და ქიშმიში.
  3. ნარევი შეინახეთ მინის ქილაში და დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში.
  4. დაიწყეთ ამ საშუალების მიღება 1 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.
  5. კურსის ხანგრძლივობა –  ნაზავის ამოწურვამდე.

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა. მიიღეთ ეს საშუალება, რათა გაიძლიეროთ გული და მან შეუფერხებლად იმუშაოს.