მე სტაჟიანი ჰიპერტონიკი ვარ, ეს კი ის საშუალებაა, რომელიც ძალიან დამეხმარა

ასკის მატებისა და დაბერების პროცესის პარალელურად საკმაოდ ხშირია წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. ცხოვრების არაჯანსაღი, მჯდომარე სტილი, მავნე ჩვევები და მავნე საკვები კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

56 წლის ასაკში ჰიპერტონია დამიდგინეს. წნევის მკვეთრი ცვლილებები, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება და თავი ტკივილი თითქოს ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ჩვეულ მოვლენად იქცა.

როგორც ყველამ კარგად ვიცით, სააფთიაქო აბებისათვის მხოლოდ დროებითი ეფექტია დამხასიათებელი და მათზე მარტივად ვხდებით დამოკიდებულნი. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ვიზრუნოთ არა მხოლოდ წნევის შემცირებაზე, არამედ უშუალოდ პრობლემის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაზე.

უკვე იმ დროისათვის, როდესაც იმედები თითქმის გადაწურული მქონდა, მეზობელი ხნიერი ქალბატონის რჩევას დავუჯერე და საკუთარ თავზე ძველი ხალხური საშუალების გამოვიყენე.

ის შედგება ნივრისა და რძისგან. ორივე ინგრედიენტის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. როგორც იცით, ნიორს აქვს ძალიან დადებითი გავლენა გულისა და სისხლძარღვების მუშაობაზე, ის უბრუნებს ჩვენი ვენებისა და არტერიების კედლებს მოქნილობას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და სისხლძარღვებზე მის დალექილ ფენებს, რაც ზრდის სისხლის გამტარობას და აუმჯობესებს მის მიმოქცევას მთელ სხეულში.

როგორ გამოვიყენოთ ნიორი და რძე ჰიპერტონიის წინააღმდეგ?

მეთოდი № 1 

  1. აიღეთ ნივრის ორი ცალი საშუალო ზომის თავი, კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ.
  2. ერთი ჩაის ჭიქა რძე ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ ნიორი და დადგით ცეცხლზე.
  3. როდესაც რძე წამოდუღდება, მოაშორეთ ნარევი ცეცხლს. დარბილებული ნიორი ჩასრისეთ ჩანგლის გამოყენებით, შემდეგ კი დააყოვნეთ მომზადებული ნარევი ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით.
  4. დაყოვნებული მასა გდაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლით ან დოლბანდით.
  5. მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მეთოდი № 2

  1. კარგად გარეცხეთ 5 თავი ნიორი და ჩაყარეთ ერთ ლიტრ რძეში თავის კანთან ერთად.
  2. დადგით ნარევი ცეცხლზე და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დააყოვნეთ რამდენიმე საათით.
  3. მომზადებული ნახარში გადაწურეთ მინის ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.
  4. მიირთვით ის ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
  5. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.
  6. კურსის ხანგრძლივობა – მინიმუმ 1 თვე.

ამ საშუალების ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და მისი დიდი მადლიერი ვარ. ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ.

თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!