თუ ადამიანი კარგად გამოიძინებს, ბევრად უკეთ იგრძნობს თავს და მისი შრომისუნარიანობაც საკმაოდ იზრდება. იმისათვის, რომ კარგად გამოიძინოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად მოხერხებული და კომფორტულია თქვენი საწოლი, განსაკუთრებით კი, მატრასი.
ძალიან მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის დაცვა. თუ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს, დაიცვათ საწოლი ადგილის ჰიგიენა. დაბინძურებული მატრასი განსაკუთრებით საშიში არის ალერგიით დაავადებულ ადამიანთათვის.
სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ გავწმინდოთ მატრასი საშინაო პირობებში.
ერთ რჩევას მოგცემთ, ნებისმიერი საშინაო საშუალების გამოყენებამდე, თავდაპირველად მისი ეფექტურობა ნივთის მცირე ნაწილზე სცადეთ და თუ არ დააზიანებთ, შემდეგ თამამად გამოიყენეთ.
1. ხელით წმენდა
თუ თქვენი მატრასის სველი წესით დამუშავება ნებადართულია, მაშინ სცადეთ დასუფთავების შემდეგი მეთოდი:
- მატრასი მოათავსეთ აბაზანაში, გააჯერეთ წყლითა და სარეცხი საშუალებით და გააჩერეთ 20 წუთი.
- კვლავ გაავსეთ აბაზანა საპნიანი წყლით და მატრასი ჯაგრისით გარეცხეთ.
- შემდეგ მატრასი რამდენჯერმე გაავლეთ, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება.
2. ძმარი
ეს საშუალება ეფექტურად უმკლავდება სხვადასხვა სახის დაბინძურებას.
- პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით 0,5 ლ თბილი წყალი და 1 ჩ. კ. ძმარი.
- მომზადებული ხსნარი მატრასის ზედაპირზე მოასხით და უხეში ღრუბლით ან ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ. დააყოვნეთ 1 საათი, შემდეგ მეორე გვერდზე გადააბრუნეთ და იგივე პროცედურა გაიმეორეთ.
3. სოდა და წყალბადის ზეჟანგი
- მატრასის დაბინძურებულ ადგილებზე საკვები სოდა მოაყარეთ.
- პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით 200 მლ წყალი და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი.
- ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ და ნარევი მატრასის ზედაპირზე მიასხურეთ. გააჩერეთ 1-2 საათი.
- შემდეგ მატრასის ზედაპირი გაწმინდეთ ნაჭრით და მატრასი კარგად გააშრეთ.
4. ლიმონმჟავა
ლიმონმჟავა მატრასის გასათეთრებლად საუკეთესო საშუალებაა.
- 1 ლ წყალში გააზავეთ 1 ჩ. კ. ლიმონმჟავა.
- მომზადებული ხსნარი მატრასი ზედაპირზე კარგად მოასხით.
- განსაკუთრებული ყურადღებით გაწმინდეთ კუთხეები და ნაკერები.
- მატრასი კარგად გაწმინდეთ ჯაგრისით ან ღრუბელით. შემდეგ იგი კარგად გააშრეთ.
როგორ გავაშროთ მატრასი?
მზიან და ცხელ დღეს გასუფთავებული მატრასი აუცილებლად გაიტანეთ ეზოში ან აივანზე. მისი ზედაპირი პირსახოცით ან მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ.
თუ იმის საშუალება არ გაქვთ, რომ მატრასი ეზოში ან აივანზე გააშროთ, მაშინ ნივთი ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომ ყველა მხრიდან ჰაერი უბერავდეს. ოთახში შეგიძლიათ ვენტილატორიც ჩართოთ.
იმისათვის, რომ მატრასის ზედაპირი ტენიანი არ დარჩეს შეგიძლიათ კატის ჰიგიენური ქვიშა გამოიყენოთ. ქვიშა მოაყარეთ მატრასის ზედაპირზე, გადააფარეთ პირსახოცი, ცოტა სიმძიმე დაადეთ და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ კი მტვერსასრუტის საშუალებით აიღეთ.
როგორც ხედავთ, მატრასის გაწმენდა საშინაო პირობებშიც არის შესაძლებელი. სარეცხი საშუალებების ყიდვაც კი არ დაგჭირდებათ, რადგან ნებისიერი შემოთავაზებული საშუალება ყველა ადამიანს აქვს სახლში.