მოამზადეთ და მიირთვით ბრინჯის ბურახი. ის გამოდევნის სახსრებში დალექილ მარილებს

სტატიაში შემოგთავაზებთ ბრინჯის ბურახის რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ ოსტეოჰონდროზით გამოწვეულ ტკივილებს, საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას და სახსრებიდან გამოდევნის მარილებს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე.

მოცემული ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ სამკურნალო ბურახი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

1-ლი ბურახი

ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • ბრინჯო 4 ს. კ.
  • შაქარი 3 ს. კ.
  • შავი ქიშმიში 5 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აადუღეთ 1ლ წყალი და გააციეთ. დაამატეთ ბრინჯი, შაქარი, შავი ქიშმიში, კარგად აურიეთ და 4 დღით გააჩერეთ. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა, საკმარისია 3 დღით გააჩეროთ. ბურახი გადაწურეთ. გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში.
  2. ბურახი მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 150 მლ-ის ოდენობით.
  3. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი მასა არ გადაყაროთ. ისინი დაგჭირდებათ მეორე ბურახის მოსამზადებლად.

მე-2 ბურახი

საჭირო ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ქიშმიში 3 ცალი

ბურახის ნარჩენებს დაასხით 1 ლ გადადუღებული და გაციებული წყალი, შაქარი, ბრინჯი და ქიშმიში. მიღებული მასა 4 დღით გააჩერეთ. ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა საკმარისია გააჩეროთ 3 დღით. ბურახი გადაწურეთ. გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში.  მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 150 მლ ოდენობით. გადაწურვის შემდეგ დარჩენილლი მასა არ გადაყაროთ.

მე-3 ბურახი

საჭირო ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • ბრინჯი1,5 ს. კ.
  • შაქარი 1,5 ს. კ.
  • ქიშმიში 3 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები იგივეა. მე-4 ბურახს ამზადებთ იგივე პროპორციებით როგორც მე-3 ბურახს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.