ყველასთვის საყვარელი კარტოფილი უგემრიელესი ბოსტნეული და ამავე დროს უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი სამკურნალო შესაძლებლობები გაგაოცებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ გამოვიყენოთ კარტოფილი სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
კარტოფილი დაუჯერებლად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ მისი სწორად გამოყენება.
მისი სამკურნალო პოტენციალის გამოსავლენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კარტოფილის წვენია.
რა არის ასეთი განსაკუთრებული კარტოფილის წვენში?
კარტოფილის წვენის სამკურნალო შესაძლებლობების ფართო სპექტრი ყველას გაგაოცებთ.
1. ეფექტურად კურნავს გასტრიტს
კარტოფილი არის ტუტე, ამიტომ მისი წვენი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ხელს უწყობს ჭარბი მჟავიანობის (გულძმარვის) განკურნებას.
გასტრიტის სამკურნალოდ აიღეთ უმი კარტოფილის წვენი 1 ს. კ. გააზავეთ იგი წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
2. კუჭის წყლულის სამკურნალოდ
თუ თქვენ დილით მშიერ კუჭზე მიიღებთ 50 მლ (2 ს. კ.) კარტოფილის წვენს და ასევე მოიქცევით ყველა კვების წინ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. ერთი თვის შემდეგ კუჭის წყლულისგან განიკურნებით.
3. დიაბეტი
სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად რეკომენდებულია კარტოფილის წვენის გამოყენება.
4. ფილტვების დაავადებები
ეწევით? თუ თქვენ ეს მავნე ჩვევა გახასიათებთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ კარტოფილის წვენი. ამ გზით მოწევას თავს ვერ დაანებებთ, მაგრამ გაიწმენდთ ფილტვებს.
კარტოფილის წვენი მრავალი დაავადების მკურნალი:
- იგი ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ებრძვის ართრიტს.
- სხეულის ყველა უბანში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- კარტოფილი ეფექტურად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებებათა სამკურნალოდ.
- გამოიყენება ეგზემისა და აკნეს სამკურნალოდ.
- დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში.
- კურნავს პოდაგრას და გამორიცხავს შარდმჟავას.
- დაგეხამრებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში.
- წმენდს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.
- კვლევებმა ცხადყო, რომ კარტოფილის წვენი ეფექტურია პანკრიასისა და თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ.
- აკონტროლებს არტერიულ წნევას.
- ხელს უშლის საშარდე გზებში ქვების წარმოქმნას.
- კარტოფილის წვენი ბუნებრივი წყაროა A, C და B ვიტამინების, ფოსფორის, კალციუმის, რკინის, კალიუმის, ზეაქსანტინის, ცილების.
როგორ მოვამზადოთ კარტოფილის წვენი?
- აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ორგანული კარტოფილი.
- წვენი შეგიძლიათ მოამზადოთ წვენსაწურში ან ბლენდერში, ან უბრალოდ გახეხეთ და გაწურეთ.
- მოამზადეთ 1 ს. კ. კარტოფილის წვენისა და 150 მლ წყლის ნარევი.
- ნარევი მიიღეთ მომზადებისთანავე.
- არ მოგწონთ მისი უსიამოვნო გემო? აურიეთ ნებისმიერი თქვენთვის ხელსაყრელი წვენი, მაგალითად, ვაშლის, სტაფილოს, გოგრის.
ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ინფორმაციას. გამოიყენეთ ნატურალური საშუალება, რომლის შეძენაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.