სააღდგომო სადღესასწაულო ნუგბარის ალტერნატიული ვარიანტი. როგორ მოვამზადოთ პასკა ხაჭოთი, ცომის გარეშე

საადღომო პასკა – საუცხოო არომატი, დიასახლისების პაექრობა, კოხტად მორთული პასკები და საოცარი არომატი. ძნალად თუ მოიპოვება ადამიანი, ვისაც პასკა არ უყვარს.

სადღესასწაულო ნუგბარის უამრავი რეცეპტი არსებობს. შემოგთავაზებთ ხაჭოს უგემრიელესი პასკის რეცეპტს, ცომის გარეშე, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ცხიმიანი ხაჭო 600 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • კვერცხი 6 ცალი
  • შაქარი 300 გრ
  • ფქვილი 6 ს. კ.
  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) 180 გრ
  • ქიშმიში 100 გრ
  • სოდა ან გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
  • მარილი მწიკვი
  • ლიმონის ცედრა (1 ცალი)
  • ვანილი 2 ს. კ.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს უგემრიელესი პასკა?

  1. კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ კარაქი და მარილი. შაქარი ბოლომდე უნდა გადნეს. შემდეგ დაამატეთ ხაჭო, არაჟანი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოურიეთ. ბოლოს დაამატეთ ქიშმიში და თქვენთვის სასურველი გამომშრალი ხილი.
  2. აიღეთ მრგვალი ფორმა. კედლებზე და ფსკერზე წაუსვით ცხიმი და მომზადებული მასა ფრთხილად გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 გრ ტემპერატურაზე 45-50 წუთის განმავლობაში.
  3. ზემოდან მორთეთ თქვენი გემოვნებით.უგემრიელესი პასკა უმარტივესი მოსამზადებელია. მისი საოცარი არომატი არასდროს დაგავიწყდებათ