რატატუი ზარმაცებისათვის. გემრიელობა, რომლის გასინჯვაც ღირს

შემოგთავაზებთ ბოსტნეულის უგემრიელესი რატატუის რეცეპტს.

უმარტივესი კერძის მოსამზადებელად დაგჭირდებათ  მინიმალური ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ბადრიჯანი
  • 2 ცალი პამიდორი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ყველი 200 გრ
  • ნატურალური იოგურტი 4-5 ს. კ.
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით, დაახლოებით 1,5 სმ სისქის რგოლებად, მოაყარეთ მარილი და დააყოვნეთ 15 წუთი. ბადრიჯანი არ გაწუროთ, კვლავ გარეცხეთ და 20 წუთით დატოვეთ ცივ წყალში.
  2. ბადრიჯანი ამოიღეთ წყლიდან, მსუბუქად შეაშრეთ ხელსახოცით, მოასხით  ზეთი და ნაზად აურიეთ.
  3. თხელ რგოლებად დაჭერით პამიდორი და სტაფილო. თხელ ნაჭრებად დაჭერით ყველი.
  4. მოამზადეთ იოგურტისა და დაქუცმაცებული ნივრის სოუსი და დაიწყეთ უგემრიელესი და ძალიან ლამაზი კერძის მომზადება.
  5. შეეცადეთ, ისეთი ზომის საცხობი ფორმა აიღოთ, რომ ინგრედიენტები მჭიდროდ ჩააწყოთ. აწყობთ შემდეგი თანმიმდებრობით: ბადრიჯანი, პამიდორი, სტაფილო, ყველი, ბადრიჯანი და ა. შ. თითოეულ ჭრილში ჩადეთ ცოტა-ცოტა იოგურტი და ზემოდანაც გადაუსვით.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 40-50 წუთი. ბოლო 7 წუთის განმავლობაში ჩართეთ გრილის რეჟიმი.
  7. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ბოსტნეულის ჩაშუშული გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!